იამაიკური რეგი-ჯგუფის The Wailers – წევრი,  ტაირონ დოუნი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

დოუნი ჯგუფ The Wailers მაშინ შეუერთდა, როდესაც ჯერ 20 წლისაც არ იყო.
ტაირონ დოუნი
ტაირონ დოუნი

ჯგუფ Bob Marley & The Wailers-ში, ტაილერ დოუნი კლავიშებიანი საკრავზე უკრავდა. ის 66 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, იამაიკაში გარდაიცვალა.

ტაირონი 1956 წლის 20 მაისს დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე მიიღო მუსიკალური განათლება. იგი კინგსტონის კოლეჯში სწავლობდა, სადაც საეკლესიო გუნდთან ერთად ხშირად მღეროდა.

დოუნის სახელი მუსიკის ისტორიაში მაშინ ჩაეწერა როდესაც 1973 წელს ბობ მარლის ბენდს შეუერთდა. მისი სადებიუტო ჩანაწერი  Rastaman Vibration-ით შედგა, სადაც ის კლავიშზე უკრავდა და ბექ ვოკალში მღეროდა.

ბობ მარლის ოფიციალურ ტვიტერ გვერდზე, ტაირონ დოუნის ხსოვნის პატივსაცემად შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოქვეყნდა: „ვფიქრობ ტიარონ დოუნზე, ბობის ჯგუფის წევრზე, რომელიც გუშინ გარდაიცვალა… მშვიდად განისვენე ძმაო.“

კინგსტონში მდებარე ბობ მარლის მიერ დაარსებულ Tuff Gong – სტუდიის განცხადებაში ნათქვამია: „სამწუხაროდ, გავიგეთ ჯგუფ  Wailers-წევრის, ტაირონ დოუნის გარდაცვალების შესახებ. ის ბენდს ადრეულ პერიოდშივე შეუერთდა და მისი დებიუტი Rastaman Vibration-ით შედგა. ვამაყობთ, რომ ტაირონი, ჩვენი სტუდიის Tuff Gong-ის ოჯახის წევრი იყო.“

1989 წელს დოუნმა რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია შექმნა, მათ შორისაა Slaves of New York და The Mighty Quinn.

დოუნი 1990-იან წლებში საფრანგეთში ცხოვრობდა, რა დროსაც ის სენეგალელ მომღერალ – იუსუ ნ’დურისთან თანამშრომლობდა.

მულტი-ინსტრუმენტალისტმა ტაირონმა მომღერალ და მსახიობ გრეის ჯონსის შემოქმედებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. 1983 წელს ჯონსმა სიმღერა My Jamaican Guy დაწერა – რომელიც დოუნს მიუძღვნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯიმი ჰენდრიქსის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად მისი წიგნი გამოიცა

შემდეგი სტატია

ჯეი-ზი ფანებს თავის მემკვიდრეობას უზიარებს  და ათობით გრემისთან ერთად პოზირებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი