ჰარი სტაილსი ფანებს კონცერტის დროს შვილების სქესის გაგებაში ეხმარება

„მე ვიცი რაღაც, რაც თქვენ არ იცით!” – დააინტრიგა აუდიტორია მომღერალმა
ჰარი სტაილსი
Jo Hale/Redferns

კონცერტის დროს ჰარი სტაილსის ფანმა ვარსკვლავს სთხოვა, მისი მომავალი შვილის სქესი სწორედ მას გაემხილა. მომღერალი დათანხმდა და აუდიტორიაც დააინტრიგა

„მან მალე მსოფლიოში ყველაზე რთული რამ უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ყველაზე ლამაზი რამაა მსოფლიოში!”

გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა მისი ფანი სახელად სიდნი ორსულობის შესახებაც გამოჰკითხა. მომავალმა დედამ აღნიშნა, რომ 4 თვის ფეხმძიმე იყო. „დარწმუნებული ხარ, რომ გინდა, ეს მე გავაკეთო? ლოს ანჯელეს, ეს ის საღამოა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება.”

„თუ შეიძლება, რამე დაძაბული, სქესის გამხელის მუსიკა დაუკარით, – სთხოვა მომღერალმა თავის ბენდს. „მე ისეთი რაღაც ვიცი, რაც თქვენ არ იცით.  ბოლოს კი გამოაცხადა: „ის……  გოგოა!”

თუმცა სქესის გამხელის ამბავი აქ არ დასრულებულა. მეორე დღეს სტაილსს კიდევ ერთმა ფანმა სთხოვა იმავეს გაკეთება. „სქესის გამხელის სეზონი გვაქვს. ერთი გუშინ საღამოს გვქონდა.” სტაილსმა კიდევ ერთხელ შექმნა დარბაზში დაძაბულობა. „რამდენ ხანს გინდა, გავაგრძელო ეს ყველაფერი? – ჰკითხა მომავალ დედას. „გოგოა!” გამოაცხადა ბოლოს. 

ნახეთ ჰარი სტაილსის მიერ სქესის გამოცხადების ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

LOUDspeakers ახალი სიმღერის ვიდეოს აზიარებს

შემდეგი სტატია

შენაია ტვეინი და ჰარი სტაილი Coachella-ს ფესტივალზე, 2022 წლის 15 აპრილი. ფოტო: კევინ მაზური

შენაია ტვეინის თქმით, ჰარი სტაილთან თანამშრომლობა მისი ოცნება იქნებოდა „დარწმუნებული ვარ ეს ჯადოსნობა მოხდება“

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი