მირიან ხუხუნაიშვილი სადირიჟორო აკადემიის 2022/23 წლის გამარჯვებულია

ისტორიაში პირველად აკადემიის ორი პრიზი ერთმა მონაწილემ მოიპოვა
მირიან ხუხუნაიშვილი

თანამედროვეობის გამორჩეული დირიჟორის, პაავო იარვის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ციურიხში, ტონჰალეს დარბაზში, სადირიჟორო აკადემია ეწყობა. აკადემიის ორგანიზატორი ციურიხის ტონჰალეს ორკესტრია.

ყოველწლიურად აკადემია 6 დირიჟორს ირჩევს, რომელთაც საშუალება ეძლევათ, 4 დღის განმავლობაში ტონჰალეს ორკესტრთან იმუშაონ. რეპეტიციები მაესტრო იარვის მენტორობით ტარდება და ონლაინ პლატფორმებზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 

მირიან ხუხუნაიშვილი:

„აკადემიაში მოსახვედრად ჩვენი ვიდეოები და ბიოგრაფიები გავგზავნეთ. 300-მდე აპლიკანტი იყო და მათგან 6 შეგვარჩიეს. შერჩევის პროცესში თავად პაავო იარვი მონაწილეობდა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დირიჟორია. როგორც შემდეგ თქვა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ჩვენი გამოცდილება, არამედ პოტენციალი.
აკადემიაში მონაწილეობა ძალიან დიდი გამართლება იყო ჩემთვის. მსოფლიოში სულ ორი ტოპ კლასის ორკესტრია, რომელთაც ახალგაზრდა დირიჟორებისთვის მასტერკლასი აქვთ. ერთია ამსტერდამის Royal Concertgebouw, რომლის მასტერკლასშიც, საბედნიეროდ, ივნისში 4 დირიჟორს შორის მოვხვდი და მეორე ეს – ციურიხის ტონჰალეს ორკესტრი. ჩვენი შემოქმედებითი ბიოგრაფიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ კლასის ორკესტრთან ვიმუშავეთ.”

ნახეთ: ტონჰალეს ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილს რეპეტიციის დროს სიურპრიზად დაბადების დღეს ულოცავს

ღონისძიება შემაჯამებელი კონცერტით დასრულდა, სადაც მირიან ხუხუნაიშვილმა შუმანის პირველი სიმფონიის ბოლო 2 ნაწილი იდირიჟორა.
წესების თანახმად, კონცერტის შემდეგ ხმის მიცემის პროცესი იწყება, რომლითაც აუდიტორიის რჩეული ვლინდება. პარალელურად კი მაესტრო პაავო იარვი თავის რჩეულს ასახელებს. 

წელს ორივე ჯილდო ქართველ დირიჟორს ერგო. აკადემიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორივე პრიზი ერთმა მონაწილემ დაიმსახურა. 

მირიან ხუხუნაიშვილის დაჯილდოება

„როცა ორივე პრიზი მე გადმომეცა, ძალიან გამიჭირდა თავის შეკავება. ამხელა მხარდაჭერა ორკესტრისგან, პუბლიკისგან, ბოლოს კი მაესტროს პრიზიც – ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო.”

გამარჯვების შემდეგ მირიან ხუხუნაიშვილმა ტონჰალეს ორკესტრთან ერთად შტრაუსის ვალსი „ვარდები სამხრეთიდან” შეასრულა.

საფინალო შესრულება – შტრაუსის ვალსი „ვარდები სამხრეთიდან”

2023 წლის ზაფხულში მირიან ხუხუნაიშვილი მაესტრო იარვისთან მუშაობას ესტონეთში, პარნუს მუსიკალურ ფესტივალზე გააგრძელებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბილბორდი R&B/ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლებს აჯილდოებს

შემდეგი სტატია

სტივი უანდერმა და ჩარლი პუთმა ლიონელ რიჩის 2022 წლის AMA-ზე ვარსკვლავური “We Are The World” მიუძღვნეს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი