ბილბორდი R&B/ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლებს აჯილდოებს

ბილბორდის ყდის ვარსკვლავები SZA და Future წლის მუსიკალურ აღმასრულებელსა და წლის დებიუტანტს ჯილდოებს გადასცემენ
SZA და Future ბილბორის R&B/ჰიპ-ჰოპ ღონისძიებაზე
Michael Buckner for Billboard

ბილბორდი R&B/ჰიპ-ჰოპ მიმართულების 2022 წლის წარმატებული წარმომადგენლების სიას წარადგენს.

დაჯილდოების ცერემონია  ბილბორდის R&B/ჰიპ-ჰოპის აღმასრულებელმა დირექტორმა გაილი მიტჩელმა გახსნა. მან მიულოცა საღამოს გმირებს, რომელთა სიაც 200-ს აჭარბებს, მადლობა გადაუხადა გუნდს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ რეპერებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში იარაღით ძალადობას ემსხვერპლნენ. 

წლის დებიუტანტი Blxst გახდა. მომღერალმა, რეპერმა და პროდიუსერმა აუდიტორიას მიმართა: „ღმერთი ნამდვილია. ახლახან დავბრუნდი მსოფლიო ტურნედან, რომლის ბილეთებიც სრულად გაიყიდა. აქ დაბრუნებულს კი ეს დამხვდა. ჩემთვის ეს საკუთარი თავის რწმენის სიმბოლოა. მამაჩემი მეუბნებოდა: ‘შენ ყოველთვის იმახსოვრებ სიმღერების ტექსტებს, მაგრამ ვერ იმახსოვრებ, რომ წყნარად იყო.’ მაგრამ ეს ჩემშია.” 

მოგვიანებით SZA-მ წლის აღმასრულებელი პროდიუსერის ჯილდო გადასცა „ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ სფეროში” – ამაზონის R&B/ჰიპ-ჰოპის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს ტიმ ჰინშოუს. “სიხარულზე მეტია ამ ჯილდოს მიღება. მადლობა ყველას, რომ ჩემს ზარებს პასუხობთ და მზად ხართ, დამეხმაროთ.” მან ასევე მადლობა გადაუხადა მეუღლესა და ორ შვილს, შემდეგ კი დედას, რომელზე საუბრის დროსაც დარბაზში ცრემლის გარეშე არავინ დარჩენილა.

„დედაჩემი ჩემს სკოლაში მუშაობდა. მე არ მინდოდა სკოლაში სიარული და დედას სულ ვარცხვენდი. მასწავლებლები მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ, რომ მე არაფერს ვაკეთებდი. მერე დედა მოდიოდა და როცა ამას მიყვებოდა, მე ვხედავდი ტკივილს მის თვალებში. მაგრამ, დედა, იმედი მაქვს, აი, ეს მომენტი ყველა იმ წუთს აგინაზღაურებს, როცა ჩემ გამო შერცხვი. ძალიან გაფასებ.”

ჟურნალ Vibe-ის რემი მარტინის ჯილდო SAINt JHN-ს გადაეცა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ეს პირველი ჯილდოა, რომელსაც ის პირადად იღებს. 

საღამოს სტუმრებს შორის იყვნენ მუსიკოსები, მენეჯერები და მუსიკალური აღმასრულებელი პროდიუსერები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტი სატესტო პოსტით ადასტურებს, რომ მისი ტვიტერის ანგარიში კვლავ აქტიურია

შემდეგი სტატია

მირიან ხუხუნაიშვილი სადირიჟორო აკადემიის 2022/23 წლის გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი