ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ – აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
ირენ კარა
ირენ კარა

ოსკარის, ოქროს გლობუსის და ორი გრემის მფლობელი მომღერალი და მსახიობი, ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980 წლის ცნობილი ფილმით Fame და შემდგომ 1983 წლის კინოსურათში Flashdance გაჟღერებული სიმღერით – Flashdance … What a Feeling, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთ ჰიტად იქცა.

მომღერლის გარდაცვალების ამბავი, ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ჯუდით ეი მუსმა სოციალური ქსელის მეშვეობით აუწყა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. კარა ფლორიდაში, საკუთარ სახლში გარდაცვალა. 

მუსის თქმით, ირენ კარას ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, გლოვის დროს მათ პირად სივრცეს ყველამ პატივი სცეს. „ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ – ვკითხულობთ ირენ კარას ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კარიერის განმავლობაში, ირენ კარას 10 ჰიტი მოხვდა Billboard Hot 100-ის ჩარტებში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესმა ახალი ალბომი This Is Me … Now დააანონსა

შემდეგი სტატია

ლორინ ჰილი Madcool-ის ფესტივალზე, 2019 წლის ივლისი. ესპანეთი. ფოტო: მარიანო რეჯიდორი

ტომ ჯოინერის საკრუიზო საქველმოქმედო  ფონდს – HBCU-ს  ლორინ ჰილი შეუერთდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი