ადამ ლევინი Google-ის 2022 წლის ტოპ ტრენდული მუსიკოსია 

ხუთეულში ასევე არიან Migos და Mary J. Blige
ადამ ლევინი
MICHAEL TRAN/AFP via GI

Google-მა საძიებო სისტემის 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. აშშ-ს მასშტაბით ყველაზე ხშირად მოძიებული მუსიკოსი ადამ ლევინი აღმოჩნდა. ინფორმაციას მომღერალზე უმეტესად მოდელ სამნერ სტროსთან მისი სავარაუდო რომანის შესახებ ეძებდნენ. ლევინის შემდეგ ტოპ ხუთეულში მოხვდნენ  Mary J. Blige, Lil Tjay, კენდრიკ ლამარი და Migos.  

ყველაზე ხშირად მოძიებული ადამიანების  ტოპ ხუთეულში ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი მოხვდნენ, გახმაურებული სასამართლო პროცესის გამო, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. სიაშია უილ სმიტიც, 2022 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტის გამო. 

რაც შეეხება სიმღერებს, ლიდერობს  ანიმაციური ფილმის  Encanto-ს ჰიტი We Don’t Talk About Bruno. მას  ისევ Encanto-ს საუნდტრეკი,  Surface Pressure მოჰყვება. მესამე ადგილზე კი TikTok-ის Jiggle Jiggle მოხვდა. ხუთეულის ბოლო ადგილებზე არიან სემ სმიტისა და კიმ პეტრასის დუეტი Unholy და ჰარი სტაილსის As It Was.

ღიღინით მოძიებულ სიმღერებს შორის კი პირველი ადგილი Backstreet Boys-ის Everybody-ს ერგო. მას მოსდევს რიკ ესტლის Never Gonna Give You Up.  Encanto-ს „ბრუნო” აქაც გვხვდება და მესამე პოზიციას იკავებს. 

ნახეთ Google-ის საძიებო სისტემის 2022 წლის მონაცემები სრულად.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შანაია ტვეინი - ფოტო: ლუი ბენქსი

შანაია ტვეინი – 2022 წლის People’s Choice Awards-ზე

შემდეგი სტატია

ლექა მიქელე, 2022 წლის 5 დეკემბერი, ინტერვიუ სეტ მეიერსთან Late Night Show - ფოტო: ლოიდ ბიშოპი

ლეა მიქელის თქმით, ბარბარა სტეიზანდისგან წერილი მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი