ანუშკა ჩხეიძის კონცერტი და ალბომის წარდგენა მიუნხენში

ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში ქართველმა მუსიკოსმა 2 კვირა კვლევითი ინსტიტუტის შენობაში მარტომ გაატარა: „ვიფიქრე, როგორც მუსიკოსს, როგორ მუსიკას დამაწერინებს აქ ცხოვრება.”
ანუშკა ჩხეიძე

17 და 18 დეკემბერს მიუნხენის Villa Stuck მუზეუმის სცენა ანუშკა ჩხეიძეს დაეთმობა. ქართველი მუსიკოსი დღეს მსმენელის წინაშე კონცერტით, ხვალ კი ახალი ალბომის “Clean, Clear and White-ის“ წინასწარი მოსმენით წარდგება. 

ანუშკა ჩხეიძე:

„დავიწყებ ალბომით: 2021 წელს მიწვეული ვიყავი შვეიცარიაში, ბაზელში, სადაც დიდი შენობის, კვლევითი ინსტიტუტის რესტავრაცია ჩატარდა, რომელზეც 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.  იქ არქიტექტორების მიწვევით ჩავედი. ჩემი დავალება იყო, რომ ამ შენობაში მემუშავა და მენახა, თუ რა გავლენას მოახდენდა ის ჩემზე, როგორც მუსიკოსზე. 2 კვირა მქონდა მოსაფიქრებლად და ჩასაწერად. პირველი იდეა იყო, რომ უბრალოდ field recording გამეკეთებინა, ანუ ცოცხალი ხმები ჩამეწერა, რაც ცოტა რთული საკითხი აღმოჩნდა. შენობა იმდენად ცარიელი იყო, რომ ძალიან სტერილური ხმები გამოდიოდა. ამის მერე ვიფიქრე, აი, როგორც მუსიკოსს, როგორ მუსიკას დამაწერინებს აქ ცხოვრება. შენობაში შევიტანე ფორტეპიანო და დაკვრა დავიწყე. შიგადაშიგ კიდევ რაღაც ინსტრუმენტები შემქონდა. ვიპოვე საგუნდო მუსიკის ანსამბლი, რომელიც შენობაშივე ჩავწერე. 2 კვირის განმავლობაში ამ უზარმაზარ შენობაში სულ მარტო ვიყავი. სხვადასხვა ოთახში დავდიოდი, ვიწერდი ხმებს და ვწერდი მუსიკას. ბოლოს კი ასეთი იდეა მოგვივიდა: ერთ პროექტად გამოსულიყო ამ შენობის წიგნი, ვინილი და ფოტოები. Ასე რომ, პროექტზე ვიმუშავეთ მე, ფოტოგრაფმა Walter Mair , დიზაინერმა Bernd Kuchenbeiser და არქიტექტორმა Marcel Santer. Აი, ამ ყველაფრის წარდგენა იქნება კვირას. უფრო – წინასწარი მოსმენა. ალბომი ჯერ არ გამოსულა, რადგან კიდევ ვმუშაობთ ვინილზე.”

Რაც შეეხება დღევანდელ კონცერტს, ანუშკა ჩხეიძე Villa Stuck მუზეუმის სცენაზე შვეიცარიულ საგუნდო ანსამბლთან „ტელემთან” (thélème) ერთად წარდგება. „ტელემი” სწორედ ის გუნდია, რომელიც მუსიკოსმა ახალი ალბომისთვის კვლევითი ცენტრის შენობაში ჩაწერა.

„იმის გამო, რომ ალბომის დაკვრა ჯერ არ მინდა – ჯერ კიდევ ვფიქრობ, როგორ უნდა შესრულდეს და მაქვს რაღაც კითხვის ნიშნები – . ამიტომ, ძალიან მინდოდა, ალბომის რაღაც ნაწილები ცოცხლად შესრულებულიყო. მაგრამ არა ჩემ მიერ, არამედ აკუსტიკური ინსტრუმენტებით. Ამიტომ დღეს კონცერტზე ცალკე მე დავუკრავ ჩემს მუსიკას, ცალკე ტელემი შეასრულებს თავისას და კონცერტს დავასრულებთ ჩვენი საერთო კომპოზიციით, რომელიც სწორედ ამ ახალი ალბომიდან იქნება. Ასე წარვუდგენთ ხალხს, თუ როგორ მოხდა ჩვენი მუსიკალურად დაკავშირება.

Ძალიან ვღელავ. ერთი იმის გამო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილას მიწევს გამოსვლა და მეორე, აკუსტიკურ მუსიკაზე მუშაობა ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. შინაგანად ძალიან მორიდებული და მშიშარა ვარ. მაგრამ მიუხედავად ამხელა შიშისა, იმდენად მიყვარს ამის კეთება, რომ მაინც ვბედავ ხოლმე და საბოლოოდ ზუსტად ესაა, რაც ჩემს ცხოვრებას მაყვარებს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სერგი გვარჯალაძე „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი.

„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში“ – Kettari Academy-ის მასტერკლასი

შემდეგი სტატია

Nikakoi-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი