Nikakoi-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

ალბომი შვიდ კომპოზიციას აერთიანებს, თითოეულ მათგანს არარსებული ანიმეს პერსონაჟების სახელები ჰქვია და ამ გმირების მუსიკალურ თემებს წარმოადგენს.


17 დეკემბერს მაღაზია „მფრინავი მღებავის“ სივრცეში, Nikakoi-ს ალბომის, სახელწოდებით Stochastic Device, პრეზენტაცია გაიმართა. Stochastic Device არარსებული ანიმეს საუნდტრეკია. 

მუსიკოსმა პროექტი, სახელწოდებით  „წიგნი არარსებული ანიმესათვის“ 2022 წლის მარტში დაიწყო. ის გმირების დიზაინს, ანიმაციის ფონებს, სცენების სკეტჩებს, გარემოს კონცეპტ ჩანახატებს, კადრირების მაგალითებს და სხვა კომპონენტებს აერთიანებს. თუმცა თვითონ ანიმე ფილმი არ იარსებებს. პროექტის იდეა იმასაც გულისხმობს, რომ არსებული მასალით, ანიმაციის საკუთარი ვერსია შექმნა ყველას შეეძლება. Stochastic Device სწორედ ამ არარსებული ანიმეს საუნდტრეკია. ალბომში შვიდი კომპოზიცია შედის, თითოეულ მათგანს არარსებული ანიმეს პერსონაჟების სახელები ჰქვია და მათ მუსიკალურ თემებს წარმოადგენს. 

პრეზენტაციაზე მუსიკოსმა ალბომის შვიდივე კომპოზიცია შეასრულა. პარალელურად კი, აუდიტორია პროექტორით გაშვებულ ვიზუალს ხედავდა, რომლებიც ანიმეს პერსონაჟების გამოსახულებები იყო. პრეზენტაციის ბოლოს Nikakoi-მ კიდევ ერთი ახალი, ჯერჯერობით უსათაურო კომპოზიცია შეასრულა. 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ პრეზენტაციაზე ხალხი მოვიდა, ეს ყველაფერი ნახა და მოისმინა. მიხარია, რომ ალბომის პრეზენტაცია ასეთი ფორმით შედგა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომ წიგნი საბოლოოდ გაკეთდეს. შემდეგ უკვე ყველანაირი მასალა იქნება იმისათვის, რომ თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, ანიმაცია გადაიღოს.” – თქვა Billboard Georgia-სთან საუბრისას Nikakoi-მ (ნიკა მაჩაიძე).

Stochastic Device დამოუკიდებელმა მუსიკალურმა ლეიბლმა, CES Records-მა გამოსცა

„ნიკას ახალი ალბომი წლებია არ გამოცემულა და ვფიქრობ, Stochastic Device მის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ამ ალბომით მან ახალი სიღრმეები აღმოაჩინა. თავად პროექტი ძალიან ვრცელია, რადგან უამრავ კომპონენტს მოიცავს, როგორც შინაარსობრივად და კონცეპტუალურად, ასევე – მუსიკალურად.“ – ნათია სართანია, მუსიკოსი, CES Records-ის დამფუძნებელი.

პროექტის ფარგლებში, Nikakoi-მ მაღაზია „მფრინავ მღებავთან“ ერთად, არარსებული ანიმეს მერჩენდაიზი გამოუშვა. ეს არის მებრძოლის მაისურები გმირების პრინტით. მაისურებზე ასევე დატანილია მოკლე ფრაგმენტული ტექსტები. 

მერჩენდაიზის დიზაინზე Nikakoi-სთან ერთად, „მფრინავი მღებავის“ დამფუძნებელმა, ეკატერინე ქეცბაიამ იმუშავა. 

„ასეთი ტიპის კოლაბორაციები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის უფრო ცოცხალს და ხელშესახებს ხდის პროექტის იდეას, მის კონცეფციას. ამ მაისურების ფლობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს – ტანისამოსთან ერთად, ჩვენ ისტორიის მატარებლებიც ვხდებით. მგონია, თითოეული  ეს გმირი თავისებურ უნარებს გვაძლევს და გვაძლიერებს“ – ეკატერინე ქეცბაია, მფრინავი მღებავის“ დამფუძნებელი

ალბომის შესახებ სტატია წაიკითხეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანუშკა ჩხეიძის კონცერტი და ალბომის წარდგენა მიუნხენში

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი განვლილ წელს აფასებს: „2022 წელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი