„თამადამ“ ტაილანდში გამართულ Wonderfruit-ის ფესტივალზე დაუკრა

„სცენაზე ყოფნის საათ ნახევრის განმავლობაში, მსმენელები თითოეულ წამს ჩემ გვერდით იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტები არ ესმოდათ, მუსიკალურად რასაც ვაკეთებდი ყველაფერს იგებდნენ და ყოველი ახალი ტრეკისას დიდი მუხტი მოდიოდა.“
თამადა

ქართული მუსიკალური პროექტი „თამადა“ ტაილანდში გამართული ცნობილი ფესტივალის, Wonderfruit-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო. არტისტი მსმენელის წინაშე Polygon-ის სცენაზე წარდგა. 

Wonderfruit ყოველწლიური პროექტია, რომლის კონცეფცია ხელოვნებისა და ბუნების ერთიანობაა. სწორედ ამ იდეის გათვალისწინებით, Wonderfruit-ის ჩატარების ადგილი ეგზოტიკური ტაილანდია. Polygon-ის სცენა კი, ფესტივალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. 

Wonderfruit-ის ფესტივალის მასშტაბების გათვალისწინებით, მასში მონაწილეობა არტისტისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური გამოცდილება იყო.

„წელს გერმანიაში Fusion-ის ფესტივალზე დავუკარი. ეს მსოფლიო მასშტაბით, ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი ფესტივალია. ამის შემდეგ სხვადასხვა ფესტივალიდან გარკვეული დაინტერესება წამოვიდა. დაახლოებით სამი თვის წინ, Polygon-ის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც პროექტი „თამადა“ მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოჩნდა, ორგანიზატორები ძალიან ხშირად მისმენდნენ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ლაივს, ახლაც დიდ ემოციებში ვარ. მგონია, რომ წარმატებისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი. აუდიტორია ძალიან ჩართული იყო. სცენაზე ყოფნის საათ ნახევრის განმავლობაში, მსმენელები თითოეულ წამს ჩემ გვერდით იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტები არ ესმოდათ, მუსიკალურად რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს იგებდნენ. ყოველი ახალი ტრეკის შესრულებისას დიდი მუხტი მოდიოდა.“ – ამბობს ლაშა ჩაპელი, იგივე „თამადა“ Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

ფესტივალის აუდიტორიისათვის „თამადას“ მუსიკა განსხვავებული ჟღერადობით გამორჩეული აღმოჩნდა. მსმენელის შეფასებებით, ეს იყო ახალი, ექსპერიმენტული მიმართულება ელექტრონულ მუსიკაში. 

„მსმენელისათვის ეს თან უცნაური, თან საცეკვაო და გასართობი, მაგრამ რაც მთავარია, ყველასათვის გასაგები მუსიკალური გამოცდილება იყო. ჩემთვის გამოწვევა მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ სცენაზე მარტო ვიყავი, რადგან ჩემი გიტარისტი, ლექსო რატიანი არ მახლდა. ფესტივალზე მომავალ წელსაც გამოვალ და წლევანდელის მსგავსად, Polygon-ის სცენაზე კვლავაც ჰედლაინერი ვიქნები.“ – „თამადა“

როგორც არტისტი ამბობს, პროექტი თავიდან სწორედ საერთაშორისო აუდიტორიისათვის შეიქმნა, თუმცა, პანდემიამ ეს გეგმები შეცვალა. გლობალურ ფესტივალებზე მონაწილეობა კი ის ნაბიჯებია, რომლებიც პროექტს თავდაპირველ მიზანთან აახლოებს. 

„რაც დრო გადის, „თამადას“ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეცნობა და ტრეკებსაც აქტიურად უსმენს. ეს Wonderfruit-ზე მონაწილეობის დროსაც დავინახე. იმდენი ადამიანი მოდიოდა და ჩემთან ერთად ფოტოს იღებდა, რომ მეც მიკვირდა. იმასაც მივხვდი, რომ საქართველოს მსგავსი შორეული ქვეყნიდან მიწვეული არტისტი უფრო იქცევს ყურადღებას, რადგან მსმენელისათვის ეს რაღაც ახალია.“– „თამადა“

„თამადას“ სამომავლო გეგმები კონცერტების გადატვირთულ განრიგს მოიცავს. სადღესასწაულო პერიოდში მსმენელს კარგად ნაცნობი პროექტის მოსმენა არაერთ სივრცეში შეეძლება. 

“საქართველოში დაგეგმილი კონცერტების შემდეგ, იანვარში თურქეთის პატარა ტური მექნება. თებერვალში კი დასვენებას ვაპირებ, რათა ალბომზე ვკონცენტრირდე, დავასრულო და გაზაფხულზე გამოვუშვა. კლიპსაც ვგეგმავთ. ვფიქრობ, იმაზე მეტი სიახლე იქნება „თამადასთან“, ვიდრე ამ მომენტში თავად მე ვიცი“ – „თამადა“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტივი უანდერი, 2022 წლის, 17 დეკემბერი House Full Of Toys Benefit-ის, ოცდამეოთხე კონცერტზე. ფოტო: ლესტერ კოენი Wonder Productions Inc-თვის.

სტივი უანდერი House Full of Toys-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე: „მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ისევ“

შემდეგი სტატია

რიანა 2022 წლის 11 თებერვალს, ლოს-ანჯელესში. ფოტო რიჩ ფური

რიანამ  შვილის საყვარელი ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი