Sia-მ რეალითი შოუ Survivor-ის კონკურსანტებს ფულადი პრიზი გადასცა

მომღერალმა ის მონაწილეები დააჯილდოვა, ვინც მთავარი პრიზის მოგება ვერ შეძლეს.

მომღერალმა Sia-მ რეალითი შოუს, Survivor-ის 43-ე სეზონში რამდენიმე მონაწილეს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. მომღერალმა თავის რჩეულ სამ კონკურსანტს, რომლებიც დამარცხდნენ, 200 ათასი დოლარი გაუნაწილა. Survivor ტელეარხ CBS-ის პროექტია. შოუს მონაწილეები ერთმანეთს მთავარი პრიზის – 1 მილიონი დოლარის მოგებისათვის ეჯიბრებიან. ამ სეზონის გამარჯვებული 14 დეკემბერს დასახელდა. 

რჩეული კონკურსანტების დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება Sia-მ Entertainment Weekly-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გაახმოვანა. მომღერალმა ერთ-ერთ მონაწილეს 100 ათასი დოლარი აჩუქა, ხოლო დანარჩენი ორი კონკურსანტი 50-50 ათასი დოლარით დაასაჩუქრა.

Sia-მ ასევე ახსნა, ეს კონკურსი მისთვის ასეთი ემოციური რატომ აღმოჩნდა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ის ყოველთვის მიჩვეული იყო დაჩაგრულისა და გარიყულის პოზიციაში ყოფნას. 

მომღერალმა თავის რჩეულ მონაწილეთაგან ერთ-ერთს, ოუენ ნაითს მიმართა: „შენ ყველა დაჩაგრულის სახელით ისაუბრე. როდესაც სხვა ადამიანები იმას ამბობენ, რასაც მე ვგრძნობ, ან ვგულისხმობ, თავს ამაყად ვგრძნობ.“

Entertainment Weekly-ისთან საუბრისას, Survivor-ის წამყვანმა, ჯეფ ფრობსტმა Sia-ს გადაწყვეტილება შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც Sia ასეთი გულუხვია, როცა საქმე კონკურსს ეხება. „მას მოსწონს, თუ როგორ ერთვებიან მონაწილეები ცხოვრებისეულ თავგადასავალში. გარდა ამისა, მას ძალიან გაუმართლა კარიერაში და სურს, რომ ეს იღბალი  სხვასაც გაუნაწილოს.“

Sia პროექტ Survivor-ის თაყვანისმცემელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვარსკვლავმა თავისი რჩეული კონკურსანტები სოლიდური ფულადი პრიზით დააჯილდოვა. 

ნახეთ Sia-ს ვიდეო, რომლითაც მომღერალმა რეალითი შოუში მონაწილე თავის რჩეულ კონკურსანტებს მიმართა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი ერგემლიძის ახალი ვიდეოკლიპი

შემდეგი სტატია

სკაი ფერეირა

2022 წლის ოცი გამორჩეული პოპ სიმღერა, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი