2022 წლის განმავლობაში Billboard-ი მკითხველისთვის ყოველ კვირეულ ათ საუკეთესო პოპ სიმღერას აგროვებდა, რათა მსმენელისთვის უახლესი და საუკეთესო სიმღერები შეეთავაზებინა. 2022 წლის მიწურულს კი, ოც საუკეთესო სიმღერას გთავაზობთ, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ არ გაქვთ მოსმენილი. თუმცა ვთვლით, რომ თქვენს „ფლეიტისტში” აუცილებლად უნდა მოხვდეს.
ნახეთ Cool Pop-ის გუნდის რჩეული ოცი სიმღერა:
Phoebe AXA-ს სიმღერა: Panic
Phoebe AXA – ინგლისელი თვითნასწავლი მომღერალი და სიმღერების ავტორია. იგი ტექნიკური და ვოკალური მონაცემებითა გამორჩეულია, რომელიც სიმღერა Panic-ში დასაწყისშივე იგრძნობა. მსმენელი, სიმღერის ყოველი მოსმენისას ახალ დეტალებს აღმოაჩენს.
პატრიკ ვოლფ – Enter The Day
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ბრიტანელი პოპ ვირტუოზის პატრიკ ვოლფის Enter The Day პირველი ახალი სიმღერაა. მისი გამოცემა მომღერლის დებიუტს – ოცი წლის იუბილეს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი კარიერის პირველ ათწლეულში ჟანრობრივად მრავალფეროვანი იყო, მისი ახალი სიმღერა ადასტურებს, რომ პატრიკ ვოლფს ერთი ინსტრუმენტით, ფორტეპიანოს თანხლებითაც შეუძლია შესანიშნავი სიმღერის შექმნა. Enter The Day-ში პატრიკ ვოლფის ხმა გამორჩეულად თბილი და გულშიჩამწვდომია.
Spacemoth – სიმღერა: Pipe and Pistol
Spacemoth, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული არტისტის მარიამ ქუდუსის სასცენო სახელია. მისი სიმღერების ძირითადი თემაა 1970-იანი წლების ბოლოს მომღერლის მშობლების ავღანეთიდან ამერიკაში ემიგრაცია. 2022 წელს მომღერალმა ალბომი No Past No Future გამოსცა.
Moss Kena – სიმღერა: Primadonna
ბრიტანელი პოპ არტისტის Moss Kena-ს სიმღერა Primadonna მუსიკოსის სხვა სიმღერებისგან ჟღერადობით გამორჩეულია. განსხვავებული ახალი ხედვა კი მომღერალს ბრწყინვალე წარმატებისკენ უბიძგებს.
Sorry – Key to the City
ბრიტანული ალტ-პოპ ჯგუფის Sorry-ის მეორე ალბომი Anywhere but Here, ოქტომბერში გამოვიდა. სწორედ ამ ალბომში შედის გამორჩეული სიმღერა Key to the City, სადაც აშა ლორენცოს ვოკალს რეფრენად საოცარი მელოდია გასდევს.
სკაი ფერეირა – Don’t Forget
ცხრა წლიანი ლოდინის შემდეგ სკაი ფერერა ახალი LP-ით დაბრუნდა. მისმა სინგლმა – Don’t Forget თაყვანისმცემლებს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა.
100 Gecs feat. Skrillex – Torture Me
სიმღერა Doritos and Fritos-ს აპრილში გამოსვლის შემდეგ 100 Gecs-ის დუეტმა ლორა ლესის და დილან ბრედის შემადგენლობით დუმილი დაარღვიეს და სიმღერა Torture Me დეკემბერში გამოსცეს. ექსპერიმენტული ინსტრუმენტების ნაზავი და სიმღერის მელოდია საერთო ჯამში საოცრად კარგ ჟღერადობას ქმნის.
PinkPantheress და Willow – Where You Are
2022 წელს Willow თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან როგორებიც არიან Machine Gun Kelly, Emo Girl და Camila Cabello. მაგრამ მისთვის წლის საუკეთესო თანამშრომლობა არტისტს Pinkpantheress-თან შექმნილი სიმღერა Where You Are გახლავთ.
Phoenix – Alpha Zulu
ფრანგული კვარტეტის Phoenix-ის სიმღერა Alpha Zulu ამავე სახელწოდების ალბომის სატიტულო სიმღერაა, რომელსაც ფრანგული ინდი-პოპ კვარტეტი ასრულებს. მათი დახვეწილი, ადვილად ამოსაცნობი ჟღერადობა ადრინდელ ალბომებშიც Ti Amo და Bankrupt კარგად ჩანდა. ინსტრუმენტების სინთეზი კი Pet Shop Boys-ის ოქროს პერიოდს მოგაგონებთ.
Hunny – Speed Dial
Hunny-ს სიმღერა Speed Dial 2000-იანი წლების პოპ-როკ ნოსტალგიურ მელოდიას გვაგონებს. მისი მოსმენისას კი, წარსულის ტკბილ მოგონებებში ეშვები.
ალფი ტემპლემანი – Colour Me Blue
თუ თავს დეპრესიულად გრძნობთ, ინგლისელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის ალფი ტემპლემანის Colour Me Blue-ს მოსმენა საუკეთესო არჩევანია. ხმაურიანი გიტარა და განმეორებადი ბითები ინდი-პოპ სიმღერას მზის შუქივით ასხივებს. ასევე ნახეთ ცხრამეტი წლის ნიჭიერი არტისტის სადებიუტო ალბომი Mellow Moon, რომელიც მომღერალმა ამ წლის დასაწყისში გამოსცა.
მიკი ბლანკოს ANOHNI-ს და Kelsey Lu – French Lessons
Stay Close to Music – მიკი ბლანკოს უახლესი ალბომის სათაურია. სიმღერა French Lessons კი მიკი ბლანკოს, არტისტ ANOHNI-ს და მომღერალ კელსი ლუს ერთობლივი ნამუშევარია, რომლის მოსმენაც მედიტაციურ-რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ.
ჰანი დიჯონი და ჯოშ კაფე – La Femme Fantasique
La Femme Fantasique-ის დასაწყისში მუსიკის ექო სწრაფად გადადის ელექტრონულ ბითებზე. ეს სიმღერა Honey Dijon-ის 2022 წლის LP-დან ერთ-ერთი გამორჩეული ტრეკია, რომლის სახელწოდება Black Girl Magic-ია.
CupcakKe – H2hoe
CupcakKe-ის უახლესი სიმღერა H2hoe, აღმოსავლური მუსიკის ჟღერადობის და პოლიფონიური სინთეზის ნაზავია.
ჩაპელ როანი – My Kink Is Karma
ჩაპელ როანის სიმღერა My Kink Is Karma – მკვეთრად იცვლის რიტმს და მძიმე ჟღერადობიდან სწრაფად გადადის სინთეზურ პოპ სტილში.
Jim-E Stack და Lucky Daye – Next to Me
ხავერდოვანი ვოკალის მქონე პროდიუსერმა და არტისტმა Jim-E Stack-მა, მომღერალ და სიმღერების ავტორ Lucky Daye-თან ერთად სიმღერა Next to Me დაწერა. კონტრასტული ბგერები ერთობლიობაში სიმღერაში ინტრიგას და საინტერესო ჟღერადობას ქმნის.
რენე რეპიპ – Tattoos
მსახიობის და მომღერლის რენე რეპიპის სადებიუტო სინგლი The Sex Lives Of College Girls, Mean Girls on Broadway ნამდვილი აღმოჩენაა, რომელიც მინორულ სიმღერებს ძლიერ ვოკალში აერთიანებს. რაც ჯამში დრამატულად ამაღელვებელ და ემოციურ განწყობას ქმნის.
Michelle – Fool 4 You
ნიუ-იორკში დაფუძნებულმა კოლექტივმა, მარტში მეორე ალბომი After Dinner We Talk Dreams გამოუშვა და მალევე სიმღერები Fool 4 U და Sea Shanty გამოსცა. მათი სიმღერები ნაზი ვოკალით და შინაარსობრივი ტექსტებით გამოირჩევა, რომელიც ამბავს გვიყვება.
ჰეილი სტეინფელდი და ანდერსონ პააკი – Coast
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეს ჰეილი სტეინფელდის პირველი ნამუშევარია, რომელი ანდერსონ პააკთან თანამშრომლობით შექმნა.
ები სეიჯი – Backwards Directions
უცნაური ბიტი, თითქოს ამზადებს მსმენელს, ალტ-პოპ სიმღერის ახალ თავგადასავლებში ჩაიძიროს. რბილი ვოკალი ნელა მატულობს და ბენდ Wet Leg-ის მსგავს ჟღერადობას გვაძლევს.