ვახტანგ ქანთარიას განსხვავებული „საშობაო სიმღერები” და მუსიკოსის თვალით დანახული საახალწლო რეალობა

„საახალწლო ჯადოსნურობის ყველაზე მეტად ბავშვებს სწამთ. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე საჭირო მომენტი ამ ყველაფრის საჩვენებლად სწორედ შობაა.”

ვახტანგ ქანთარიამ ახალი სინგლი სახელწოდებით „საშობაო სიმღერები” გამოსცა. სინგლში 2 სიმღერაა შესული – „მომაბეზრე თავი, შვილო” და „ყველაფერი მოსაწყენი სწავლას ჰგავს”. ავტორის თქმით, სიმღერები კომედიურია და საბავშვო მიუზიკლის ჟანრს წარმოადგენს.

ჩვენ გვაქვს რაღაც ტრადიციული საშობაო სიმღერები, რომლებსაც ყოველწლიურად ვუსმენთ. როცა 40-50 წელიწადი ერთსა და იმავე კომპოზიციებს უსმენ, ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ, ჩემი აზრით, საინტერესო იქნებოდა, რომ შობას ახალი სტრუქტურის სიმღერებითაც შევხვედროდით. იმას, რაც ჩემს სიმღერებშია, ეძახიან მრავალმელოდიურ სტრუქტურას – როცა ერთ კომპოზიციაში რამდენიმე მელოდიას იყენებ მოულოდნელი გადასვლებით, თუმცა ძალიან ორგანულად. ამოცანა იყო, რომ მსმენელი დაბნეულიყო ამ მრავალმელოდიური სვლით, თუმცა პარალელურად საშობაო განწყობაც შექმნილიყო. თვითონ მუსიკის ჟღერადობა – ეს საახალწლო ზარები, მაგალითად – ხელს უწყობს ამას. Რაც შეეხება შესრულებას, სიმღერები განზრახ ბავშვური ხმით არის ნამღერი, რაც ოდნავი გაქილიკებაა იმ საბავშვო კომპოზიციების, რომლებიც საქართველოში იწერება.”

ტრადიციული საშობაო კომპოზიციებისგან განსხვავებულია სიმღერების შინაარსიც. როგორც ავტორი ამბობს, მათში შეულამაზებელი რეალობაა ასახული – ქალაქის ერთი ოჯახის ერთი ბავშვის ამბავი.

საახალწლო ჯადოსნურობის ყველაზე მეტად ბავშვებს სწამთ. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე საჭირო მომენტი ამ ყველაფრის საჩვენებლად სწორედ შობაა. ეს ორი სიმღერა შინაარსობრივადაც მიბმულია ერთმანეთზე. პირველ კომპოზიციაში ასახულია ოჯახური სიტუაცია, ოჯახური დრამა, რომელშიც ბავშვი იზრდება. მეორე სიმღერაში კი ეს ბავშვი ცუდად მოქცევისთვის ისჯება და ისჯება მუსიკალურ კოლეჯში სწავლით. მე თვითონ ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც ყოველ ახალ  წელს კონცერტები იმართებოდა. Რომ ვაკვირდებოდი, ათიდან შვიდი  ბავშვისთვის ეს სასჯელი იყო. მშობელს უნდოდა ეს და არა – ბავშვს. Რაღაც მომენტში ჩემთვისაც სასჯელი იყო, რადგან ბევრი მშობლის წინ უნდა დაუკრა, ნერვიულობ, თითქოს, გამოცდასავით არის. აი, ეს სიტუაცია გადმოვეცი იმ სახით, რომ, ვითომ, ეს არის საშობაო ქალაქი, სადაც მშობლები ბავშვებს მუსიკის სწავლებით სჯიან, განსაკუთრებით კი, სოლფეჯიოსი, რადგან სწორედ სოლფეჯიო იყო ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რაც კი მუსიკაში მახსენდება.

ჩემი აზრით, ეს სიმღერები თავიანთ ადგილს დაიმკვიდრებს საშობაო კომპოზიციების სიაში. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ისეთ ახალ წელს ეძებს, რომელიც რეალობასთანაა ახლოს და არ არის იდეალიზებული. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ მუსიკალურადაც საინტერესოა.”

მუსიკოსი საშობაო სიმღერების სერიის გაგრძელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს. მანამდე კი ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც 2023 წლის იანვარში გამოიცემა. ისევე როგორც საშობაო სიმღერები, ახალი ალბომიც ვახტანგ ქანთარიას სახელით გამოვა და არა მისი სასცენო ფსევდონიმით (VAQO).

მოუსმინეთ ვახტანგ ქანთარიას სინგლს „საშობაო სიმღერები”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შერიმ და კელი კლარკსონმა უილი ნელსონის შესახებ ისტორიები გაიხსენეს

შემდეგი სტატია

DEENA – ახალი თაობის არტისტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი რეჟისორი, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ, კინო და სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობს – ინტერვიუ ლადო კვატანიასთან

ლადო კვატანია არაერთი მუსიკალური ვიდეოს შემქმნელია. მათ შორისაა Cardi B-ის, კანიე უესტისა და Lil Durk-ის ტრეკზე - Hot Shit გადაღებული ვიდეო.
მეტი

GMI-ს მხარდაჭერით ევროპის მასშტაბით უმსხვილეს საერთაშორისო მუსიკალურ სამიტზე და Palma Songwriting Camp-ზე ქართველი არტისტი Lua წარდგება

„გვინდა, რომ ამას სისტემური ხასიათი მივცეთ და ყოველ წელს მინიმუმ ერთი ქართველი მოხვდეს Songwriting Camp-ში, რაც იქნება დიდი შანსი ქართველი არტისტებისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდნენ.” - ზურაბ ბეჟაშვილი GMI-ს დირექტორი.
მეტი
ლენი კრავიცი, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო: მაიკ კოპოლა

ლენი კრავიცი TikTok-ს შეუერთდა

2012 წელს ვირუსულად გავრცელებული ფოტოს მსგავსად, ლეგენდარული მუსიკოსი TikTok ვიდეოში დიდი კაშნეთი გამოჩნდა: „ეს შემოდგომის პირველი დღეა."
მეტი

ნინო ქათამაძე ამერიკაში ტურნეს მართავს

„ნინოს ემოციური ხმა ატყვევებს აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ის ტურნეა, რომელიც მუსიკის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ,” - წერს ამერიკულ ონლაინ პლატფორმა.
მეტი