Janngo – მარიამ ჯანჯღავა

კონცერტის წინ – ყოველთვის არსებობს რაღაც გარდამავალი წამი, როცა მარტო ვდგავარ … იმ წამს ყველაფერი ქრება და იმ პატარა დროის მონაკვეთში, მხოლოდ ჩემ თავთან ვრჩები, რაც თითოეული მომენტის გადაფასებაში და გაანალიზებაში მეხმარება.
Janngo - მარიამ ჯანჯღავა

Janngo – მარიამ ჯანჯღავა –  ახალი თაობის გამორჩეული არტისტია. უნიკალური ხმის ტემბრით და შინაგანი მელოდიურობით სავსე მუსიკოსი ბოსტონში, ბერკლის სამუსიკო კოლეჯში, კომპოზიცია – პერფორმანსის ფაკულტეტზე სწავლობს.  საქართველოში, მომღერალსა  და კომპოზიტორს მარიამ ჯანჯღავას მუსიკოსს ნინი ნუცუბიძესთან და პიანისტ გიორგი გიგაშვილთან ერთობლივი პროექტი აქვთ.

ნახეთ, Billboard Georgia-ს ინტერვიუ Janngo-თან.

ბავშვობაში მინდოდა – რომ ვყოფილიყავი „სთარი“.

საუკეთესო გადაწყვეტილება რაც მიმიღია – არის ის, რომ მუსიკა ავირჩიე პროფესიად.

მუსიკა რომ არ არსებობდეს – არ ვიარსებებდი არც მე და არც არაფერი ქვეყანაზე.

არ მაინტერესებს – ნინის ჩხუბი არასდროს.

ბოსტონში ცხოვრებამ მასწავლა – ცხოვრება ზოგადად, არსებობა, დამოუკიდებლობა.

სევდიანი ვარ როცა – არ ვიცი – შეიძლება არ ვარ სევდიანი ან სულ სევდიანი ვარ, არ ვიცი.

ოდესმე –  არ არსებობს, არსებობს ახლა და აქ.

ფობია – ვირთხების შიში.

თბილისში როცა ჩამოვდივარ პირველ რიგში – ვსვამ წყალს, იმიტომ რომ ყველაზე ძალიან მენატრება აქაური წყალი, მართლა სხვა გემო აქვს.

საუკეთესო მომენტი, რაც ჩემი ცხოვრებიდან მახსენდება – არის ის, როცა მუსიკით მუდმივად ვპოულობ ადამიანებს, და ეს არის, ალბათ საუკეთესო რამ, რაც მომხდარა, ყოველ ჯერზე, როცა მუსიკით აღმოვაჩენ ადამიანებს. 

 Janngo – მარიამ ჯანჯღავა

სიმღერა, რომელიც ფლეილისტში სულ მაქვს – არის ემი უაინჰაუზის სიმღერები, რომელიც სულ მაქვს, ან Radiohead, შეიძლება ყველას ამოუვიდა ყელში, მაგრამ ჩემთვის ბავშვობიდან Creep – სულ რჩება ესეთ სიმღერად და ამ ბოლო დროს, სულ  ტრიალებს რამე ჯაზ ბალადა.

გიგაშა და ნინი როცა გავიცანი – ვიყავი 13 წლის, ერთ-ერთ პროექტში ვიყავით ერთად და იქ ვნახე პირველად ჯერ ნინი და შემდეგ გიგაშა. მას შემდეგ სულ ერთად ვართ.

საყვარელი დღესასწაული  არის  – შობა, იმიტომ რომ სულ ბედნიერი ვარ წელიწადის ამ დროს. ტრადიციულად ჩვენ ხომ შვიდ იანვარს ვზეიმობთ, მაგრამ ოცდახუთი დეკემბერი ჩემთვის განსაკუთრებულია. იმიტომ, რომ ამ დღეს, ყოველ წელს ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რაც მანამდე არ გამიკეთებია. მაგალითად, გამიკეთებია ტატუ, პირსინგი და ა.შ.

ცუდი ჩვევა – ალბათ ყველა ადამიანი წუწუნებს, მაგრამ მე მგონი ყველაზე მეტს ვწუწუნებ და ადვილად მწყინს.

კონცერტის წინ – ყოველთვის არსებობს რაღაც გარდამავალი წამი, როცა მარტო ვდგავარ… გულწრფელად, იმ წამს, ყველაფერი ქრება და იმ პატარა დროის მონაკვეთში, მხოლოდ ჩემ თავთან ვრჩები, რაც თითოეული მომენტის გადაფასებაში და გაანალიზებაში მეხმარება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

​​„კენედის ცენტრის პრემიის“ ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა საშა ბარონ კოენმა კანიე უესტი გააკრიტიკა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის კატა 97 მილიონ დოლარად არის შეფასებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი