​​„კენედის ცენტრის პრემიის“ ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა საშა ბარონ კოენმა კანიე უესტი გააკრიტიკა

კოენი სცენაზე თავისი ცნობილი პერსიონაჟის, ბორატის იმიჯით წარდგა.


4 დეკემბერს, 2022 წლის ​​„კენედის ცენტრის პრემიის“ ცერემონია გაიმართა. ღონისძიების გამართვიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, დაჯილდოების ორგანიზატორებმა ცერემონიიდან რამდენიმე ვიდეო გაავრცელეს. გამოქვეყნებული მასალიდან განსაკუთრებული ყურადღება საშა ბარონ კოენის გამოსვლამ მიიპყრო. მსახიობმა ჯგუფ U2-ს საპატიო პრემია გადასცა. საშა ბარონ კოენის სიტყვით გამოსვლა ტრადიციულად გამორჩეული აღმოჩნდა. მსახიობი სცენაზე თავისი ცნობილი პერსონაჟის, ბორატის იმიჯით წარდგა. საჯარო სიტყვისას, კოენმა კანიე უესტი და დონალდ ტრამპი ჩვეული სარკაზმით გააკრიტიკა. საშა ბარონ კოენის გამოსვლისას კამერამ  დარბაზში მყოფი ჯო ბაიდენი სიცილისას არაერთხელ დააფიქსირა. 

საშა Ბარონ კოენი სარკაზმით გამოეხმაურა კანიე უესტის ანტისემიტურ განცხადებებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, უესტი სოციალური ქსელებში  სწორედ ანტისემიტური შინაარსის პოსტების გამო დაიბლოკა.  სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების შემდეგ, უესტს კომპანიებმა კონტრაქტები გაუწყვიტეს. ამან ვარსკვლავს დიდი  ფინანსური ზარალი მიაყენა და კანიე უესტმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. 

თქვენმა კანიემ ყაზახეთში გადმოსვლა სცადა. მან სახელიც კი შეიცვალა და Kazakhstan-ye უესტი დაირქვა. თუმცა მიღებაზე უარი ვუთხარით, Ის ჩვენთვისაც კი ზედმეტად ანტისემიტისტია” – თქვა ყაზახელი ჟურნალისტის პერსონაჟად გარდასახულმა საშა ბარონ კოენმა. 

საშა ბარონ კოენის ხუმრობის ადრესატი თავად  U2-ც აღმოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას, კოენმა ბენდისა და Apple-ის უწინდელი თანამშრომლობა გაიხსენა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, U2-ს 2014 წლის ალბომი – Songs of Innocence ავტომატურად იტვირთებოდა iTunes-ის მომხმარებელთა პირად მოწყობილობებში. აღნიშნულმა ფაქტმა არაერთი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ამბის გახსენებისას, ბორატის პერსონაჟმა ბენდის რამდენიმე ჰიტის თავისებური ქავერიც შეასრულა.

ნახეთ საშა ბარონ კოენის გამოსვლა „კენედის ცენტრის პრემიის“ ცერემონიაზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადელმა იშიასის დიაგნოზი გაამხილა: „ეს დღეები ძლივს დავდივარ”

შემდეგი სტატია

Janngo - მარიამ ჯანჯღავა

 Janngo – მარიამ ჯანჯღავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მადონა: „მთავრობა ანგრევს ყველა იმ თავისუფლებას, რისთვისაც ვიბრძოდით”

არტისტმა ტრამპის ადმინისტრაცია ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.
მეტი

კლუბი Mtkvarze: „თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა იმ თანამებრძოლს, ვისაც უსამართლოდ წაართვეს თავისუფლება!”

„სოლიდარობას ვუცხადებთ უსამართლო სასამართლოს მიერ დატყვევებულ ყველა უდანაშაულო მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლაში რეჟიმმა საპყრობილეში გამოკეტა,” – წერია გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი

გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა

„მისი მომნუსხველი შესრულება ნამდვილი მუსიკალური მოგზაურობა იყო,” - ასე ეხმაურებიან ქართველი პიანისტის გამოსვლას კონცერტის ორგანიზატორები.
მეტი

სელენა გომესი ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო შეზღუდვას ცრემლებით ეხმაურება: „ჩემი ხალხი თავდასხმის ქვეშაა”

„ვწუხვარ,” - წერდა მომღერალი უკვე წაშლილი ვიდეოს აღწერაში მექსიკის დროშის სიმბოლოსთან ერთად.
მეტი

MAYHEM – ლედი გაგამ ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსა

იქამდე ფანებმა ნიუ-იორკში ბილბორდებზე შავ-თეთრი ფოტო შენიშნეს, სადაც ვარსკვლავის ახალი ალბომის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი წითლად იყო აღნიშნული.
მეტი