ადელმა იშიასის დიაგნოზი გაამხილა: „ეს დღეები ძლივს დავდივარ”

მომღერალი ამბობს, რომ ტკივილი ძალიან ძლიერია.
ადელი
Kevin Mazur/GI for AD

ლას ვეგასის ახალი წლის შოუს შემდეგ ადელმა მაყურებელს გაუმხილა, რომ იგი იშიასით იტანჯება. 

„ეს დღეები ძლივს დავდივარ. საკმაოდ რთული ფორმის იშიასი მაქვს” – თქვა მომღერალმა.

იშიასი საჯდომი ნერვის ანთებაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნერვია ორგანიზმში. ის იწყება ქვედა წელიდან და ორივე ფეხს მიჰყვება. ადელს ზურგის პრობლემები მანამდეც ხშირად ჰქონია. „ზურგის ტკივილში ალბათ ცხოვრების ნახევარი გავატარე… მართლა” – ამბობდა ადელი 2021 წელს. „ის მწვავდება სტრესის ან ცუდ პოზაში ყოფნის დროს.”

„პირველი პრობლემა 15 წლის ასაკში დამეწყო – ცემინებით. საწოლში ვიყავი და დავაცემინე. სწორედ ამ დროს ხერხემლის მეხუთე დისკი ამომივარდა.”

თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს მომღერლის მიმდინარე პროექტებისთვის ხელი არ შეუშლია. სოციალურ ქსელში ადელმა 2022 წლის ბოლო კონცერტის ფოტოები გააზიარა და გამომწერებს ახალი წელი მიულოცა. 

ნახეთ ადელის საახალწლო პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი 2022 წელს ფოტოებით აჯამებს. Მათ შორისაა ბენ აფლეკის აქამდე უცნობი კადრები ქორწილიდან.

შემდეგი სტატია

​​„კენედის ცენტრის პრემიის“ ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა საშა ბარონ კოენმა კანიე უესტი გააკრიტიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი