ტეილორ სვიფტის კატა 97 მილიონ დოლარად არის შეფასებული

შოტლანდიური ფოლდი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველების სიაში მესამე ადგილს იკავებს.


ინტერნეტში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტეილორ სვიფტის კატა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ შინაურ ცხოველებს შორის, მესამე ადგილს იკავებს. შოტლანდიური ფოლდის, სახელად ოლივია ბენსონის ქონება 97 მილიონ დოლარად შეფასდა. ეს მონაცემები პლატფორმა All About Cats-მა გამოაქვეყნა. 

სარეიტინგო სია ინსტაგრამის ანალიტიკური მონაცემების მიხედვით შეადგინეს. ქონების შეფასებისას, სოციალური მედიის მიღმა არსებული კომერციული პროექტებიც გაითვალისწინეს. 

სარეიტინგო სიის შესავალ ტექსტში ვკითხულობთ – „ოლივიამ, როგორც ინსტაგრამზე, ასევე მის მიღმაც გაითქვა სახელი. შოტლანდიურმა ფოლდმა ქონების დიდი  ნაწილი გამოიმუშავა მუსიკალური ვიდეოებიდან, რომლებშიც ის თავის პატრონთან ერთად მონაწილეობს. ოლივიამ თავისი მერჩენდაიზის ხაზიც გამოუშვა და არაერთი მაღალბიუჯეტიანი რეკლამის სცენებშიც გამოჩნდა“ 

ოლივიამ ტეილორ სვიფტთან ერთად მონაწილეობა DirectTV-ის, Diet Coke-ისა და AT&T-ის რეკლამებში მიიღო . შოტლანდიური ფოლდი მსმენელმა ასევე იხილა სვიფტის ისეთ ცნობილ მუსიკალურ ვიდეოებში, როგორებიც არის Me! და  Blank Space. 

სარეიტინგო სიაში ოლივიას მხოლოდ ორმა შინაურმა ცხოველმა გაუსწრო. პირველი ადგილი დაიკავა გერმანულმა ნაგაზმა, სახელად გიუნტერ VI-მ, რომლის ქონებამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ინსტაგრამის ვარსკვლავი კატა, სახელად ნალა, რომლის ქონებაც 100 მილიონ დოლარს აღწევს. ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველების სიაში ასევე შეხვდებით ოპრა უინფრის ხუთ ძაღლს, გარდაცვლილი დიზაინერის – კარლ ლაგერფელდის კატა შუპეტს და ბეტი უაიტის ლეკვ პონტიაკს. 

ნახეთ ტეილორ სვიფტის კატა, ოლივია ბრენსონი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Janngo - მარიამ ჯანჯღავა

 Janngo – მარიამ ჯანჯღავა

შემდეგი სტატია

ლენი კრავიცი 2022 წლის 2 მაისს, Met Gala-ზე. ნიუ-იორკი. ფოტო ჯეიმი მაკკარტი.

ლენი კრავიცი 2023 წლის დადგომას, სანაპიროზე გადაღებული  ფოტოთი აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი