GOLDEN კვლავ ოქროს ინარჩუნებს და მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების გამარჯვებული ხდება

უმაღლესი ჯილდოები მიიღეს ასევე დენიელ პემბერტონმა და ჯეფ რუსომ.
HUNTR/X – ‘KPop Demon Hunters’
NETFLIX

KPop Demon Hunters-ის სიმღერა Golden კვლავ განაგრძობს ჯილდოების მიღებას. გლობალურმა ჰიტმა, რომელმაც გასულ ზაფხულს ოქროს გლობუსი, გრემი და ოსკარი  მოიპოვა, წელს მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. ცერემონია შაბათს, 10 ოქტომბერს გაიმართა. 

ბრიტანელმა კომპოზიტორმა დენიელ პემბერტონმა გაიმარჯვა წლის კინოკომპოზიტორის ნომინაციაში ფილმებისთვის: Project Hail Mary, The Drama, The Bad Guys 2 და Masters of the Universe.

წლის საუკეთესო სატელევიზიო კომპოზიტორის ჯილდო ჯეფ რუსოს გადაეცა სერიალებისთვის: Alien:Earth, Cape Fear და Citadel (მეორე სეზონი).

წლის აღმოჩენის ჯილდო წილად ჰანა პილს ხვდა, მაყურებლის რჩეულად კი კევინ სმითერსის ნამუშევარი დასახელდა ფილმისთვის Soy Frankelda.

კინოსა და კინომუსიკის საერთაშორისო პროფესიონალები გენტის ისტორიულ ცენტრში მდებარე De Bijloke-ს მუსიკალურ ცენტრში შეიკრიბნენ. სამდღიანი შეხვედრების, ვორკშოპებისა და მასტერკლასების ფარგლებში ისინი კინომუსიკის შექმნის ხელოვნებაზე მსჯელობდნენ. ღონისძიების ბოლო დღე კი დაჯილდოების ცერემონიითა და კონცერტით დასრულდა, სადაც ბრიუსელის ფილარმონიულმა ორკესტრმა, დირიჟორ დირკ ბროსეს ხელმძღვანელობით, ცერემონიის საპატიო სტუმრის, ჰილდურ გუდნადოტირისა და წლევანდელი lifetime achievement award-ის მფლობელის, ტრევორ ჯონსის ნაწარმოებები შეასრულა. 

ნახეთ გამარჯვებულთა სია: 

წლის კინოკომპოზიტორი

ალექსანდრ დესპლა – Frankenstein; Eagles of the Republic; Jurassic World Rebirth; L’homme qui rétrécit (The Shrinking Man)
ჯონი გრინვუდი – One Battle After Another
ჰილდურ გუდნადოტირი – The Bride!; Hedda; 28 Years Later: The Bone Temple
გამარჯვებული:  დენიელ პემბერტონი – Project Hail Mary; The Drama; The Bad Guys 2; Masters of the Universe
მაქს რიხტერი – Hamnet

წლის სატელევიზიო კომპოზიტორი

დევიდ ფლემინგი – Widow’s Bay
ფინეას ო’კონელი – Beef (season two)
მარტინ ფიპსი, ბენჯი მერისონი – Steal
დეივ პორტერი – Pluribus
გამარჯვებული: ჯეფ რუსო – Alien: Earth; Cape Fear; Citadel (მეორე სეზონი)

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა

გამარჯვებული: Golden –  KPop Demon Hunters
House – “ქარიშხლიანი უღელტეხილი”
No Place Like Home – from Wicked: For Good
Stolen Tale – Hedda
Train Dreams – Train Dreams Best original composition by a young composer

ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი საუკეთესო კომპოზიცია

გამარჯვებული: ხაბიერ დურალ გარსია
ლინდა პოსო პერესი
იეაკუნ იო 

წლის აღმოჩენა

მარი ფუკუჰარა – Little Amélie or the Character of Rain
პერის ჰარლი – The Chronology of Water
კანგდინ რეი – SIRÀT
გამარჯვებული: ჰანა პილი – Midwinter Break
სემ სლეტერი – 2000 Meters to Andriivka

მაყურებლის ჯილდო

Avatar: Fire and Ash – საიმონ ფრანგლენი
გამარჯვებული: Soy Frankelda – კევინ სმითერსი
Project Hail Mary – დენიელ პემბერტონი
Starbright – ლუდეკ დრიჟალი
KPop Demon Hunters – მარსელო ზარვოსი

საუკეთესო მუსიკა თამაშისთვის:

გამარჯვებული: Cthulhu: The Cosmic Abyss
Crimson Desert
Dispatch Marathon
UNBEATABLE

წლის საუკეთესო ბელგიელი კომპოზიტორი 

გამარჯვებული:  მარგარეტ ჰერმანტი – A la cara (Nothing Personal); Mallorca Confidencial
ფრედერიკ ვან დე მორტელი – De Pupil
ფრედერიკ ვერშევალი – Les Tourmentés

Lifetime achievement award – ტრევონ ჯონსი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

შემდეგი სტატია

ოქტომბრის პროგრამა Tatuza Jazz Club-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი