პიანისტთა თბილისის მერვე საერთაშორისო კონკურსი გრძელდება

ფინალი 14 და 15 ოქტომბერს შედგება.
კოკნურსის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე კორსანტია

5 ოქტომბრის გამხსნელი კონცერტის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე ალექსანდრე კორსანტია და იუტონგ სუნი წარდგნენ, კონკურსის ყველაზე დაძაბული ნაწილი დაიწყო.

პირველ და მეორე ტურში ჟიურის წინაშე ყველა მონაწილე წარდგა. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები ანა პაიჭაძე და საბა მიქელაძე. მეორე ტურში ყველა მონაწილემ სავალდებულო ნაწარმოების სახით კომპოზიტორ ნიკოლოზ ნამორაძის Wasserspiel („წყლის მუსიკა“) შეასრულა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორი თავადაა წლევანდელი ჟიურის წევრი.  

მოულოდნელად,  ხელის დაზიანების გამო, კონკურსს გამოეთიშა გერმანიის წარმომადგენელი სერგეი ბელიავსკი, რომელიც ლიდერთა შორის იყო. ნახევარფინალში ჯამში 10 კონკურსანტი მოხვდა, მათ შორის ანა პაიჭაძე. 

ნახევარფინალის შედეგები 12 ოქტომბერს, საღამოს მოსმენის შემდეგ გამოცხადდა. სცენაზე კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელ ალექსანდრე კორსანტიასთან ერთად საერთაშორისო ჟიურის სრული შემადგენლობა გამოვიდა, ხოლო ჟიურის თავმჯდომარე იოჰევედ კაპლინსკიმ შედეგები გამოაცხადა. 

ფინალში გადასული ექვსი კოკნურსანტი მსმენელისა და ჟიურის წინაშე 14 და 15 ოქტომბერს წარდგება. სოლისტები საფორტეპიანო კონცერტებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკსეტრთან ერთად დაუკრავენ, რომელსაც მაესტრო პაველ პრჟიტოცკი უდირიჟორებს.

კონკურსი 16 ოქტომბერს დასრულდება. დახურვის ცერემონიაზე გამოცხადდება მთავარი და სპეციალური პრემიების მფლობელთა ვინაობა. კონკურსი საზეიმო ცერემონიითა და ლაურეატთა გალაკონცერტით დასრულდება. 

პიანისტთა თბილისის მე-8 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი მის დამფუძნებელს, გამოჩენილ ქართველ პიანისტსა და პედაგოგს, პროფესორ მანანა დოიჯაშვილს მიეძღვნა. 

მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსებული კონკურსი ახალგაზრდა პიანისტებისთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. ის ხელს უწყობს ნიჭიერი მუსიკოსების პროფესიულ განვითარებას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში ინტეგრაციას. კონკურსი „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის” ორგანიზებით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

შემდეგი სტატია

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი