ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2022 წელს
KEVIN WINTER/GETTY IMAGES

ბრიტნი სპირსმა მუსიკალურ კარიერას თავი დაანება, თუმცა მომდევნო თვეში მის ფანებს შესაძლებლობა ექნებათ, აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მოისმინონ, რომელიც მათში 2000-იანი წლების ნოსტალგიას გააღვიძებს. 9 ოქტომბერს 44 წლის მომღერალმა She’ll Never Be Me გამოაქვეყნა – ბრიტნის ეპოქის კლასიკური ჰიტი, რომელიც თავდაპირველად მომღერლის 2001 წლის ალბომისთვის Britney ჩაიწერა.

სპირსმა ეს სიმღერა თავის მაშინდელ შეყვარებულთან, ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ასევე ბრედლი დეიმონსა და ალექს გრეგსთან ერთად შექმნა. 

სიმღერა ერთ-ერთია იმ გამოუქვეყნებელ კომპოზიციებს შორის, რომლებიც ალბომ Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა. ჩანაწერი 6 ნოემბერს გამოვა. ისეთ ჰიტებთან ერთად, როგორებიცაა I’m a Slave 4 U, Overprotected, Lonely და I’m Not a Girl, Not Yet a Woman, გაფართოებულ, 25-სიმღერიან გამოცემაში ასევე შევა Right Now (Taste the Victory) „პეპსის” 2022 წლის  რეკლამიდან, Intimidated და მანამდე გამოუცემელი სიმღერები: Am I a Sinner, When I Say So და My Big Secret.

ალბომი Britney იმ დროისთვის 19 წლის მომღერლის შემოქმედებაში უფრო ზრდასრულ მუსიკალურ მიმართულებაზე გადასვლას აღნიშნავდა. მანამდე სპირსმა პოპულარობა სადებიუტო ალბომით …Baby One More Time და მეორე სტუდიური ნამუშევრით Oops!… I Did It Again მოიპოვა. ალბომი სრულდებოდა ტიმბერლეიკთან თანამშრომლობით შექმნილი კიდევ ერთი სიმღერით What It’s Like to Be Me.

სპირსმა და ტიმბერლეიკმა ურთიერთობა 1999 წელს დაიწყეს, თუმცა 2002 წლის მარტში ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების შემდეგ ტიმბერლეიკმა ერთგვარი შურისძიების სიმღერა Cry Me a River გამოსცა. მის ვიდეოკლიპში სპირსის მსგავსი გოგონა მონაწილეობს, ხოლო ტექსტი ეხება კაცს, რომელიც უარს ამბობს ყოფილ პარტნიორთან დაბრუნებაზე მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან ღალატს აღმოაჩენს. 

სიმღერის შესახებ სპირსს სოციალურ ქსელებში ჯერ არაფერი დაუპოსტავს. თუმცა 30 სექტემბერს მის ფეისბუქის ანგარიშზე გამოჩნდა მინიშნება, რომ ალბომის გამოსვლამდე ყოველკვირეულად თაყვანისმცემლებს ახალ სიურპრიზებს შესთავაზებდა. 

ეს სპირსის მიერ გამოცემული პირველი კომპოზიცია იქნება 2023 წლის Mind Your Business-ის შემდეგ, რომელიც მან will.i.am-თან ერთად ჩაწერა. მანამდე, 2022 წელს, ბრიტნიმ ელტონ ჯონთან ერთად Hold Me Closer გამოსცა.

მიმდინარე წლის იანვარში მომღერალმა, რომელსაც ახალი ალბომი 2016 წლის შემდეგ აღარ გამოუშვია, პირობა დადო, რომ აშშ-ის სცენაზე აღარ გამოვიდოდა. მისი ბოლო ცოცხალი გამოსვლა 2018 წლის 21 ოქტომბერს ტეხასის შტატში შედგა. 2024 წელს სპირსმა ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში აღარასდროს დაბრუნდებოდა. 

მოუსმინეთ სიმღერას She’ll Never Be Me:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

შემდეგი სტატია

Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი