ANIK-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

სიმღერა გია ყანჩელის ნაწარმოების, სახელწოდებით „საით მიდიხარ“ მიხედვით არის შექმნილი.

ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, სახელწოდებით ANIK ახალი კლიპი წარადგინა. ვიდეო გადაღებულია სიმღერაზე – „ვარდი“, რომელიც გია ყანჩელის ნაწარმოების,  სახელწოდებით „საით მიდიხარ“ მიხედვით არის შექმნილი. 

„თავდაპირველად გია ყანჩელის სიმღერის თემა მხოლოდ ინსტრუმენტულ ნაწილში გვქონდა გამოყენებული. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ ჟღერადი მელოდიაა. რითმულად და სტილისტურად შევცვალეთ და ჩვენი სიმღერის კონცეფციას მაქსიმალურად მოვარგეთ. ბოლო, კულმინაციური ნაწილი ჯგუფ „ჰერიოს“  სამ მომღერალთან ერთად გავშალეთ, რაც ჩვენი აზრით, ამ სიმღერის საუკეთესო ნაწილია. რა თქმა უნდა, არ დავკარგეთ ჩვენი სტილი – სიმღერა ჰიპ-ჰოპის და ჯაზური ელემენტების ნაზავია.” – ანა ჟორდანია, მუსიკოსი.

მუსიკაზე ანა ჟორდანიამ  იმუშავა, ხოლო ტექსტზე, მიქსინგსა და მასტერინგზე –  ნიკო მჭედლიშვილმა. 

კლიპის რეჟისორი,  ANIK-ის სხვა ვიდეოების მსგავსად, გრიშო ჟორდანიაა. ამჯერად, რეჟისურასთან ერთად, მას საოპერატორო ნამუშევარიც ეკუთვნის. 

“მუსიკალურ ვიდეოში „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტი პოსტ-აპოკალიპტურ ეპოქაშია გადმოცემული. სცენარი ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, ვიდეოს თავდაპირველი კონცეფცია და ჩანაფიქრიც ასეთი იყო. მთავარ გმირს – ტარიელს ცნობილი მოცეკვავე და კასკადიორი,  ლაშა მძინარაშვილი განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ ლაშა მძინარაშვილი 2022 წელს, ჰოლივუდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაჯილდოების, Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებული გახდა. კლიპზე მუშაობა საოცრად სასიამოვნო გამოცდილება იყო. გადაღებებისას, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი საქმეს დიდი ენთუზიაზმით უდგებოდა. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთია ნამდვილი შემოქმედებითი სამუშაო პროცესი“ – ანა ჟორდანია, მუსიკოსი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოსტინ ბატლერი საუკეთესო მსახიობის ჯილდო ფილმისთვის Elvis. „ოქროს გლობუსის“ მეოთხმოცე ყოველწლიური დაჯილდოება. ბევერლი ჰილტონ სასტუმრო. 2023 წლის 10 იანვარი. ფოტო: რიჩ პოლკი.

2023 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

Netflix-მა სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონი დააანონსა, რომელშიც ლედი გაგას  Bloody Mary ისმის

შეიძლება დაგაინტერესოთ

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი