Netflix-მა სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონი დააანონსა, რომელშიც ლედი გაგას  Bloody Mary ისმის

Bloody Mary ის სიმღერა, რომელიც TikTok-ის ვირუსული ტრენდის ინსპირაციად იქცა.

სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა დაადასტურა, რომ ჰიტად ქცეული სერიალის Wednesday-ის მეორე სეზონი დამტკიცდა. ახალი სეზონის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ ვენდსდეი ადამსის როლში მაყურებელი კვლავაც ჯენა ორტეგას იხილავს.

Netflix-მა სიახლე ტრეილერით დააანონსა. ვიდეოში ლედი გაგას Bloody Mary ისმის. Bloody Mary ის სიმღერა, რომელიც სერიალთან დაკავშირებული TikTok-ის ვირუსული ტრენდის ინსპირაციად იქცა. თიზერში ვენდსდეი ადამსის ხმა ისმის. მთავარი გმირი აღნიშნავს, რომ ის მონსტრებისა და მოჩვენებების სამიზნე არაერთხელ გახდა, ამასთან ერთად კი, ინტერნეტში მასზე მილიონობით ვიდეო გავრცელდა.

Netflix-ის ერთ-ერთ ფორუმზე ჯენა ორტეგამ თავის გმირზე საუბრისას თქვა, რომ ვენდსდეი ხალხისათვის თავის მოწონებას არ ცდილობს. მსახიობის თქმით, პერსონაჟის ამ თვისებას პატივის სცემს.

Wednesday გამოსვლისთანავე Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცა და სტრიმინგ სერვისის რეკორდი მოხსნა. პრემიერიდან ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემებით, მომხმარებლები სერიალს საერთო ჯამში 1,237 მილიარდი საათის განმავლობაში უყურებდნენ. ამ მაჩვენებლით, შოუ Netflix-ის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი სერიალი გახდა.

რაც შეეხება Bloody Mary-ის ტრენდს, სიმღერა ლედი გაგას 2011 წელს გამოცემული ალბომის Born This Way-ის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ სერიალში  სიმღერა გამოყენებული არ არის. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოების შემდეგ, კომპოზიცია Billboard-ის ჩარტებში ლიდერ პოზიციებზე დაბრუნდა. 

ნახეთ ვიდეო, რომლითაც Netflix-მა სერიალის მეორე სეზონი დააანონსა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ANIK-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

დეივ გროლი, Studio 666-ის პრემიერა, Foo Fighters-ის გამოსვლა. 2022 წლის 16 თებერვალი, ჰოლივუდი.

„ტეილორ ჰოკსინის გარეშე Foo Fighters – სხვა ჯგუფია, მაგრამ ის მაინც წინ მიიწევს“ – ნათქვამია ჯგუფის 2022 წლის ბოლო განცხადებაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი