გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძისა და კატო კვარაცხელიას კონცერტი ორბელიანის მოედანზე

კონცერტი ფესტივალ „ქარავანის” დასკვნითი ღონისძიება იყო.
გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია

ორბელიანის მოედანზე გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძისა და კატო კვარაცხელიას კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა მუსიკოსებმა ცნობილი ქართული და უცხოური სიმღერების საკუთარი ვერსიები შეასრულეს. 

გიორგი გიგაშვილი:

„დღეს უკვე ძველით ახალი წელია და ვასრულებთ საახალწლო დღეების აღნიშვნას. და ვასრულებთ ძალიან ბედნიერად არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან – ნინი ნუცუბიძესთან, კატო კვარაცხელიასთან, ნიკალა ზუბიაშვილთან და დათა მუნჯიშვილთან ერთად. შევასრულეთ ყველასთვის ცნობილი სიმღერები, მათ შორის საახალწლო კომპოზიციებიც. Ხალხიც საზეიმო განწყობაზეა და ყველა ერთად ძალიან კარგად გავერთეთ.”

კატო კვარაცხელია:

„ძალიან მიხარია, როცა მსმენელს გარეთ ვხვდებით, სადაც დასწრება თავისუფალია და ყველა ახერხებს მოსვლას და მოსმენას. Მე და ნინიმ სპეციალურად ამ საღამოსთვის გავაკეთეთ ახალი კომპოზიცია და პირველად ვიმღერეთ ერთად. Ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა.”

კონცერტი ფესტივალ „ქარავანის” ფარგლებში გაიმართა და მისი დასკვნითი ღონისძიება იყო. „ქარავანი” ორბელიანის მოედანზე 23 დეკემბერს გაიხსნა და 22 დღის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა გასართობ პროგრამას სთავაზობდა. 

ანანო გომართელი – ფესტივალ „ქარავანის” აღმასრულებელი მენეჯერი:

„Ძალიან დატვირთული სეზონი გამოვიდა, ბევრი სტუმარი გვყავდა. Რაც მთავარია, ის, რომ ხალხისთვის დღესასწაული მოგვეწყო და აქ მოსვლა საინტერესო და სასიამოვნო ყოფილიყო, მგონია, რომ გამოგვივიდა. ამაში ძალიან დაგვეხმარნენ ქართველი არტისტები და თბილისის მერია, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ფესტივალი ასეთი არ იქნებოდა. „ქარავანი” ორბელიანის მოედანზე უკვე გაზაფხულზე დაბრუნდება და რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რინგო სტარი და მისი All Starr ბენდი 2023 წლის საგაზაფხულო ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

RIHA-ს მესამე ალბომი – Amaghleba Street

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი