RIHA-ს მესამე ალბომი – Amaghleba Street

Რიჰა სვანური სიტყვაა და განთიადს, სინათლეს ნიშნავს.
RIHA

RIHA-მ, იგივე რატი ონიანმა, მესამე ალბომი გამოუშვა. ალბომის სახელწოდებაა Amaghleba Street და ის 16 კომპოზიციას აერთიანებს. ალბომის პრეზენტაცია და მოსმენა Mutant Radio-ში შედგა.

RIHA (რატი ონიანი):

ალბომი ძალიან მრავალფეროვანია მუსიკალურად. ექსპერიმენტულია, ცოტა ელექტრონულიც, არის ჯაზიც, ფოლკიც, ემბიენთიც.  Მუსიკას ძირითადად ბას გიტარის თემებზე ვქმნი და მთავარი ინსტრუმენტი ყველგან ბასია. საქართველოში ამ ინსტრუმენტს ძირითადად ფონად უკრავენ ხოლმე. მე კი ლიდ-ბასისტი ვარ. ბასით გამოვხატავ იმას, რასაც სხვები უფრო მელოდიური ინსტრუმენტებით გამოხატავენ.

ეს ალბომი მამას ხსოვნას მივუძღვენი. მამა თბილისში გამორჩეული მელომანი იყო და სწორედ მან მოახდინა ძალიან დიდი გავლენა ჩემზე, როგორც მუსიკოსზე. თვითონ მხატვარი იყო და ჩემი სამივე ალბომის ყდაზე სწორედ მისი ნამუშევრებია. ზოგადად Მგონია, რომ ეს ალბომი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც რაღაც სულიერი დანაკარგი განიცადა. გმირებზეა ეს ალბომი, ჩვენს გმირებზე. მამა ჩემი გმირი იყო, მაგრამ მგონია, რომ სულ გვხვდებიან ცხოვრებაში გმირები, მთავარია, ვხედავდეთ მათ. ხასიათობრივი ალბომია, მაგრამ იმედიც დევს შიგნით. სახელწოდებას რაც შეეხება, ბოლო დროს ისე ხდებოდა, რომ რამდენიმე ქალაქში დავაფიქსირე, რომ სულ ამაღლების ქუჩაზე ვხვდებოდი. ეს იდეაც აქედან წამოვიდა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ სახელწოდება ორენოვანი ყოფილიყო და დავარქვი Amaghleba Street. ყველა ადამიანს სჭირდება შინაგანი ამაღლება, მშვიდობა და ეს ალბომიც ეგეთია.”

რიჰა სვანური სიტყვაა და განთიადს, სინათლეს ნიშნავს. როგორც სახელში, ისევე მუსიკოსის მთელ შემოქმედებაშიც მთავარი ხაზი სწორედ მისი სვანური ფესვებია. 

ერთადერთი რამ, რაც ჩემს მუსიკაში სულ არის, ეს სვანური ფესვებია. ალბომის ყდაზეც, რომელიც დათო ჯანიაშვილმა გადაიღო, სვანური ქუდი მახურავს. თვითონ ალბომშიც Გამოვყოფდი კომპოზიციას, რომელსაც ჰქვია ლემშახულდ”, რაც სვანურად ლომების საძმოს ნიშნავს. ეს ის ადგილია, საიდანაც ჩემი გვარი მოდის. ამ კომპოზიციას ვასრულებ Askeesi-სთან (ბექა გაჩავა) ერთად . RIHA ხომ ცოტა ექსპერიმენტულია, ბექა კიდევ დეპრესიულ-ატმოსფერულ ბლექ-მეტალს უკრავს და ძალიან უცნაური სინთეზი გამოვიდა. ქართულ მუსიკაში არც ყოფილა ეგეთი. ლემშახულდი” კიდევ იმითაა განსაკუთრებული, რომ ალბომის ვერსიაში მთავრდება სვანური სიმღერით, რომელიც სვანეთშივე ჩავწერე. შვანარს ხვაი გვიშიალა”  – სვანებმა ბევრი ვიომეთ – ასე ჰქვია ამ სიმღერას, რომელსაც სვანური ქალთა გუნდი ასრულებს. ამ კომპოზიციაზე ვიდეოც გავაკეთეთ. კლიპის დასაწყისში თითქოს სიკვდილი მოდის Askeesi-ს ფორმით, მერე კი კადრი მზისკენ ადის – რიჰა ხომ სინათლეა – და შემდეგ იწყება ჩემი ბავშვობის ვიდეოები.”

Რიგით მესამე ალბომის შემდეგ RIHA შემოქმედებით ცვლილებებს გეგმავს. თუმცა როგორც თავად ამბობს, ჯერ არ იცის, კონკრეტულად რა მიმართულებით.

მიმაჩნია, რომ რაღაც ვთქვი ჩემი მუსიკით. ესაა ჩემი ფესვების ჩემებურად აღქმა და იმ სახის ჩვენება, რასაც მუსიკით უკეთ ვამბობ, ვიდრე სიტყვებით. მუსიკა სიტყვებზე ხმამაღალია, ჩემი აზრით. ახლა სხვა ეტაპი იწყება შემოქმედებაში. სხვა გზა, რომელზეც მარტო მივდივარ. ზოგადად ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, მუსიკალური ქამელეონი იყო – სულ იცვლიდე სახეს, მაგრამ თან შენი რაღაცაც დატოვო. ჯერ ბოლომდე არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიცი, რომ შევცვლი. თუმცა ბუნებასთან კავშირი და ის, რომ ბასი მთავარია, ეს არასდროს გაწყდება RIHA-ში.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძისა და კატო კვარაცხელიას კონცერტი ორბელიანის მოედანზე

შემდეგი სტატია

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი