Imagination-ის კონცერტი „რესპუბლიკაში“ – ინტერვიუ სოულისა და ფანკის ცნობილ შემსრულებელ ლიი ჯონთან

„თანამედროვე ეპოქაში აღარ არის საკმარისი, რომ მხოლოდ მუსიკას ქმნიდე – საკუთარ აუდიტორიასაც კარგად უნდა იცნობდე.“

13 იანვარს, ძველით ახალი წლის წინა ღამეს „რესპუბლიკაში“ ცნობილი   ინგლისური ფანკ-ჯგუფის Imagination-ის კონცერტი გაიმართა. სცენაზე Imagination ჯგუფის ფრონტმენთან, ლიი ჯონთან ერთად წარდგა. 

Imagination გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა და მალევე პოპულარობა მოიპოვა. ჯგუფი 4 პლატინის, 9 ოქროსა და 12-ზე მეტი ვერცხლის დისკის მფლობელია და მსოფლიო მასშტაბით უამრავი ერთგული მსმენელი ჰყავს. 

Imagination-ის კონცერტები ყოველთვის  დიდი ენერგეტიკითა და აუდიტორიასთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა. ლიი ჯონის სასცენო იმიჯი, მისი შესრულების მანერა მსმენელებისათვის ჯგუფის შოუს შთამბეჭდავ მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. ლიი ჯონი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს, ის არის: მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი, მწერალი. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე კომფორტულად თავს სცენაზე გრძნობს. 

წლების განმავლობაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში ვმუშაობდი. მიყვარს ვიზუალური ხელოვნება და მისი სინთეზური ფორმები. რეჟისურა, არქიტექტურა, დიზაინი, მოდა – ყველა ეს სფერო ერთ დიდ მთლიანობად იქცევა და ინსპირაციად გარდაიქმნება ხოლმე, რაც  შემდგომ სცენაზე ცოცხლდება.“ – ამბობს ლიი ჯონი Billboard Georgia-სთან საუბრისას.

Imagination-ის მუსიკალური შოუების ერთ-ერთი გამოკვეთილი დეტალი კოსტიუმებია. ლიი ჯონისათვის სასცენო იმიჯი არტისტული განწყობისა და ამავდროულად, მსმენელთან კონტაქტის ფორმად იქცა. 

ლიი ჯონი:

მიმაჩნია, რომ მუსიკალური შოუების მნიშვნელოვანი ნაწილი ვიზუალური მხარეც არის. Imagination მუსიკალური გამოცდილებაა, რომელიც მსმენელს დროში ამოგზაურებს, ფანტაზიას უღვივებს, ემოციებს უძლიერებს. Ვცდილობთ, ჩვენი სასცენო კოსტიუმებით სწორედ ეს განწყობა და ენერგეტიკა გამოვხატოთ. კოსტიუმების არჩევისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი – სასცენო განათება, დეკორაცია, თავად მუსიკალური საღამოს ხასიათი, პროგრამა, განწყობა და ასე შემდეგ.“ 

მუსიკალური ინდუსტრია წლებთან ერთად ვითარდება, ჩნდება ახალი ტენდენციები, მიმართულებები, შესაბამისად იცვლება აუდიტორიაც. როგორც ლიი ჯონი აღნიშნავს, Imagination თავის ისტორიას ყოველთვის ინარჩუნებს და ამავდროულად, მსმენელს სიახლეს მუდმივად სთავაზობს. 

ლიი ჯონი:

თანამედროვე ეპოქაში აღარ არის საკმარისი, რომ მხოლოდ მუსიკას ქმნიდე, საკუთარ აუდიტორიასაც კარგად უნდა იცნობდე. ამისათვის აქტიურად უნდა იყო მათთან ინტერაქციაში. ტვიტერმა, ინსტაგრამმა, თუ მუსიკალურმა სტრიმინგ პლატფორმებმა კომუნიკაცია გაამარტივა. არტისტს შეუძლია ცოცხალ რეჟიმში დააკვირდეს მუსიკის მოყვარულთა ინტერესებს, გემოვნებას, მათ სურვილებს.“

„რესპუბლიკაში“ გამართულმა კონცერტმა სხვადასხვა თაობის მსმენელი გააერთიანა. ზოგიერთი მათგანისათვის ჯგუფის შემოქმედება ნოსტალგიასთანაც ასოცირდებოდა. მნიშვნელობა არ აქვს, დიდი ხანია ამ ჯგუფის მსმენელი ხართ, თუ ახლა აღმოაჩინეთ, ის რაც Imagination-ის ყოველ სიმღერაში იგრძნობა, პროფესიონალიზმი და ისეთი ენერგეტიკაა, რომელსაც სცენიდან ჯგუფი აუდიტორიას გადასცემს. 

ლიი ჯონი: 

საქართველოში მეორედ ვარ. Პირველად თბილისს 90-იან წლებში ვესტუმრე. ქართული ტრადიციული მუსიკა, ხელოვნება, ისტორია – ეს ყველაფერი ჩემთვის მართლაც საინტერესო აღმოჩენად იქცა. წლების შემდეგ, ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში დაბრუნება, ცხადია, ამაღელვებელია.

40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Imagination ლიი ჯონთან ერთად ჯგუფის ისტორიას წერს, ახალ  ნაწარმოებებს ქმნის და ძველ შემოქმედებას აცოცხლებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, 2023 წლის 10 თებერვალს ჯგუფის ალბომების ბოქს სეტი ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა. ამასთან ერთად, ჯგუფი საკონცერტო მოგზაურობას განაგრძობს და თბილისის შემდეგ, მსმენელთან შეხვედრას  მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გეგმავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართულმა კომპანია POSTRED-მა პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე იმუშავა

შემდეგი სტატია

თეა აბაშიძე - ელექტრონული მუსიკალური კლუბის BASAMENT-ის და WIRE FESTIVAL-ის თანადამფუძნებელი.

ქართველების მიერ დაფუძნებული ტექნო კლუბი ამერიკაში – BASEMENT

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი