ქართულმა კომპანია POSTRED-მა პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე იმუშავა

Pamela, a love story სტრიმინგ სერვის Netflix-ზე 31 იანვარს გამოვა. დოკუმენტური ფილმისთვის POSTRED-ის დამფუძნებელმა ბესო კაჭარავამ ხმის დიზაინზე იმუშავა, ხოლო POSTRED-ის გუნდმა ფოლი გააკეთა.

პოსტპროდუქციის ქართულმა კომპანია POSTRED-მა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე იმუშავა. საუბარია პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე, სახელწოდებით Pamela, a love story, რომელიც სტრიმინგ სერვის Netflix-ზე 31 იანვარს გამოვა. დოკუმენტური ფილმისთვის POSTRED-ის დამფუძნებელმა ბესო კაჭარავამ ხმის დიზაინზე იმუშავა, ხოლო POSTRED-ის გუნდმა ფოლი გააკეთა.

პროექტის ფარგლებში POSTRED-მა  „ემის“ ჯილდოს მფლობელ ხმის დიზაინერ ზაქ სივერსთან ერთად იმუშავა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ზაქ სივერსთან თანამშრომლობით, POSTRED-მა მონაწილეობა მიიღო ისეთი ნამუშვრების შექმნაში, როგორებიც არის:  “C’mon, C’mon” ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით , “Raymond & Ray” ითან ჰოუკისა და ევან მაკგრეგორის მონაწილეობით, ასევე ანიმაცია “My Father’s Dragon, რომლის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ნორა თუმეია.

„POSTRED-ის გუნდისათვის ხარისხი უპირველეს პრიორიტეტად იქცა და მასზე უფრო დიდ ყურადღებას ვამახვილებთ,  ვიდრე რაოდენობაზე. ამის საშუალებას სწორედ მასშტაბური პროექტების ბიუჯეტი გვაძლევს. Netflix ცნობილია თავისი დოკუმენტური ფილმებით და გვიხარია, რომ ერთ-ერთ მათგანზე ჩვენც ვიმუშავეთ“ – აღნიშნავს Billboard Georgia-სთან საუბრისას POSTRED-ის დამფუძნებელი,  ხმის დიზაინერი ბესო კაჭარავა. 

მსოფლიოს წამყვან კინოკომპანიებთან და სტრიმინგ სერვისებთან თანამშრომლობის გარდა, POSTRED საგანმანათლებლო მიმართულებითაც მუშაობს. 2022 წელს კომპანიამ POSTRED Academy წარადგინა. აკადემიის სასწავლო პროგრამა აერთიანებს ისეთ კურსებს, როგორებიცაა: ხმის დიზაინი და მუსიკა ვიზუალური მედიისთვის. 

POSTRED Academy-ის ეგიდით ჩვენი გუნდი კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს, რომ პოსტპროდუქციისა და ზოგადად კინოინდუსტრიის სფეროში არსებული თანამედროვე პროფესიები პოპულარული გახადოს. გვინდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავანახოთ, რომ ხელოვნების კომერციალიზაცია და შემოქმედების პროფესიად ქცევა თანამედროვე ეპოქაში სრულიად რეალურია. ვაპირებთ, ვორკშოპების ფარგლებში რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას და დაინტერესებულ ადამიანს შევხვდეთ. შეხვედრებს ვგეგმავთ როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. შეხვედრების მიზანი ჩვენს სფეროში არსებული პროფესიული და კარიერული შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.“ – ბესო კაჭარავა

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-მ სიმღერაზე Kill Bill გადაღებული კლიპი წარადგინა

შემდეგი სტატია

Imagination-ის კონცერტი „რესპუბლიკაში“ – ინტერვიუ სოულისა და ფანკის ცნობილ შემსრულებელ ლიი ჯონთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი