ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King
JEFF HAYNES/AFP GI

ცნობილმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა ფილმ Dune-ის მეორე ნაწილისთვის წელს ოსკარი ვერ მიიღო, რაზეც მოგვიანებით აღნიშნა, რომ „ეს უბრალოდ სულელური წესის“ გამო მოხდა.

გერმანელი კომპოზიტორი უკვე 35 წელზე მეტია, ჰოლივუდის ფილმებისთვის საუნდტრეკებს ქმნის. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მან ოსკარი ორჯერ მიიღო. აღსანიშნავია რომ ჰანს ციმერი 12-ჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული, საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის ჯილდო კი პირველად 1995 წელს  The Lion King-ისთვის და მეორედ 2022 წელს Dune-ისთვის მოიპოვა.

რეჟისორ დენი ვილნევის ფილმი Dune: Part Two-ს 2024 წლის მარტში გამოვიდა. გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ ჰანს ციმერი ოსკარს აიღებდა. ოქტომბერში Variety-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  კომპოზიტორის მიერ შექმნილი საუნდტრეკი აკადემიის ჯილდოზე წარდგენას ვერ შეძლებდა, რადგან მან „აკადემიის მიერ დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა.“

აკადემიის წესების მიხედვით: „საუნდტრეკი არ უნდა შეიცავდეს 20%-ზე მეტ უკვე არსებულ თემებს ან წინა თემის მუსიკალურ ელემენტებს.“

ჰანს ციმერის ნაწარმოებში კი,  ფილმისთვის Dune: Part Two, გამოყენებული იყო საკვანძო ელემენტები და მოტივები 2021 წლის ოსკაროსანი Dune-ის საუნდტრეკიდან. სწორედ ამის გამო, მისი ნამუშევარი აკადემიის მიერ არაკვალიფიციურად გამოცხადდა და ოსკარზე წარდგენა ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის რეჟისორი დენი ვილნევი და შემოქმედებითი გუნდი ჰანს ციმერის აღიარებისთვის აქტიურად იბრძოდა, საბოლოოდ, კომპოზიტორის მუსიკამ ოსკარზე დისკვალიფიკაცია მიიღო და კენჭისყრის ბიულეტენში ვერ მოხვდა. ყველაფრის მიუხედავად, 2 მარტს, ოსკარის დაჯილდოებაზე ფილმმა ხუთი ნომინაცია მიიღო,  საუკეთესო ხმის დიზაინისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში კი ჯილდო მოიპოვა.

ახალ ინტერვიუში, Happy Sad Confused პოდკასტთან საუბრისას, ჰანს ციმერი ამ თემას შეეხო, როცა წამყვანმა ჯოშ ჰოროვიცმა ჰკითხა, იყო თუ არა ეს დისკვალიფიკაცია მისთვის მტკივნეული.

„არა, ეს არ არის მტკივნეული წერტილი ჩემთვის. ეს უბრალოდ სულელური წერტილია –  როგორ უნდა იყოს მტკივნეული? მე არ მომცეს კვალიფიკაცია, რადგან პირველი ფილმიდან არსებული მასალა მეორე ფილმშიც გამოვიყენე. თუმცა ეს ჩვეულებრივი გაგრძელება არ არის, ეს ერთი საერთო ისტორიის დასასრულია, ერთი მთლიანი ნარატივის ნაწილი.“ – აღნიშნა კომპოზიტორმა.

„მათი აზრით, უნდა წავსულიყავი, ყველა პერსონაჟის თემა ამომეშალა და სრულიად ახალი დამეწერა? ეს უბრალოდ სულელური წესია. რაც არ მინდოდა, იყო მისი გამუდმებული განხილვა და წუწუნი ამაზე.“ – დაამატა ჰანს ციმერმა.

„ისტორია ზუსტად იმ წამიდან გრძელდება, სადაც პირველი ფილმი მთავრდება. ჩვენ ისევ იმავე ამბავს ვყვებით, იმავე პერსონაჟებთან ერთად. ახალი თემების დაწერა სულელური და არაკინემატოგრაფიული იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ არსებული თემები განმევრცო.” – აღნიშნა ჰანს ციმერმა.

კომპოზიტორი დენი ვილენევთან ერთად ფილმის შემდეგ სერიაზე Dune: Messiah-ზე მუშაობას გეგმავს, რომლის გადაღებაც 2025 წლის შუა პერიოდისთვის დაიწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

შემდეგი სტატია

სელინ დიონი მისი ვოკალის და  ვიზუალის გამოყენებით შექმნილ AI მუსიკას ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი