ნიკოლას ქეიჯი ყოფილი მეუღლის, ლიზა მარი პრესლის გარდაცვალებას ეხმაურება

„ნუგეშს იმის რწმენაში ვპოულობ, რომ იქ თავის ვაჟს, ბენჟამენს შეხვდება.”
ლიზა მარი პრესლი და ნიკოლას ქეიჯი
L. Busacca/WireImage

ნიკოლას ქეიჯი ყოფილი მეუღლის, ლიზა მარი პრესლის მოულოდნელ გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„ლიზას საუკეთესო სიცილი ჰქონდა მათ შორის, ვისაც კი შევხვედრილვარ. იგი გარშემო ყველაფერს ანათებდა. ძალიან გულგატეხილი ვარ. ნუგეშს იმის რწმენაში ვპოულობ, რომ იქ თავის ვაჟს, ბენჟამენს შეხვდება,” – თქვა მსახიობმა. ლიზა მარის 27 წლის შვილი ბენჟამენ კიოი 2020 წლის ივლისში სუიციდის შედეგად გარდაიცვალა.

ქეიჯი და პრესლი ქორწინებაში 3 თვის განმავლობაში იყვნენ. მსახიობი პრესლის მესამე ქმარი იყო, დენი კიოისა და მაიკლ ჯექსონის შემდეგ. 2006 წელს პრესლი მეოთხედაც დაქორწინდა გიტარისტ მაიკლ ლოქვუდზე.

ლიზა მარი პრესლის გამოშვებული აქვს სამი ალბომი : 2003, 2005 და 2012 წლებში. ყველა მათგანი „ბილბორდ 200-ის” ტოპ ათეულში მოხვდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თეა აბაშიძე - ელექტრონული მუსიკალური კლუბის BASAMENT-ის და WIRE FESTIVAL-ის თანადამფუძნებელი.

ქართველების მიერ დაფუძნებული ტექნო კლუბი ამერიკაში – BASEMENT

შემდეგი სტატია

მანანა დოიჯაშვილი

პიანისტი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი