პიანისტი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, რექტორის მოადგილე, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი – მანანა დოიჯაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მანანა დოიჯაშვილი
მანანა დოიჯაშვილი

მანანა დოიჯაშვილი იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს საკონცერტო ფირმა „კლასიკა“ დააარსა, რომელმაც არა ერთი შთამბეჭდავი კონცერტი ჩაატარა; 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს; 1996 წელს იყო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი. 

მისი თაოსნობით, აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაუბრუნდა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995 წელი) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997 წელი).  

2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი გახდა.

2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე.  

მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, ბულგარეთის, ფინეთის, ესპანეთის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები. 

„ბილბორდ საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახს და ახლობლებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკოლას ქეიჯი ყოფილი მეუღლის, ლიზა მარი პრესლის გარდაცვალებას ეხმაურება

შემდეგი სტატია

რიანა პირველი ვარსკვლავი არ იქნება, ვინც ერთ წელს „სუპერ თასის“ შოუსა და „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

28 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მუსიკის მოყვარულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის დაუვიწყარი საახალწლო კონცერტი ელოდებათ.
მეტი