The National-მა ახალი ალბომის, First Two Pages of Frankenstein-ის პირველი სიმღერა გამოაქვეყნა, ალბომი ტეილორ სვიფტთან, ფიბი ბრიჯერსთან და სიფიანი სტივენსთან თანამშრომლობით შეიქმნა

ახალი ალბომის პირველი სიმღერაა – Tropic Morning News

ოთხშაბათს, 18 იანვარს The National-მა მომავალი ალბომის – First Two Pages of Frankenstein პირველი სიმღერა – Tropic Morning News გამოაქვეყნა.

პროექტი ჯგუფის მეცხრე სტუდიური ნამუშევარის, რომლიც 28 აპრილს გამოვა. ალბომი ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობით შეიქმნა, როგორებიც არიან: ტეილორ სვიფტი, ფიბი ბრიჯერსი და  სიფიანი სტივენსი.

„ბნელით მოცული ახალი ამბების მსუბუქი გზით წარმოჩენის იდეამ ჩემში რაღაც ახალი გააღვიძა. ეს არის სიმღერა საკუთარი თავის გამოხატვის შეზღუდვაზე, ვინმესთან დაკავშირების მცდელობაზე, როდესაც სამყაროს ხმაური ახშობს”.- აღნიშნა მეტ ბერნინგერმა სიმღერის აღწერისას.

ტეილორ სვიფტმა ინსტაგრამ სთორიზე პოსტი გააზიარა: „ახალი National-ის ალბომი, სუფიანთან და ფიბისთან ერთად, მალე 28 აპრილს.“

The National-მა კვირის დასაწყისში სპეციალური, პაროლით დაცული საიტის საშუალებით ვიდეო თიზერი გამოქვეყნა. ვებ-გვერდზე პაროლის შეყვანის შემდეგ, თაყვანისმცემლებს ვიდეო თიზერის ნახვის საშუალება ჰქონდათ.

ნახეთ ბენდის ინსტაგრამ პოსტი მომავალი ალბომის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსების შესარჩევად მოსმენებს გამართავს

შემდეგი სტატია

ლიზო Cancel Culture-ს აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი