წინანდლის ფესტივალი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსების შესარჩევად მოსმენებს გამართავს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკოსების მოსმენა 30 იანვარს გაიმართება.


პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი
  2019 წელს, „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში დაარსდა და კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგზარდა ხელოვანებით დაკომპლექტდა. სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედაა.

ყოველ წელს, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრისათვის ნიჭიერი მუსიკოსების აღმოსაჩენად  ცოცხალი შესარჩევი მოსმენები ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება 18-იდან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის არის შესაძლებელი. წელს, წინანდლის ფესტივალის მეხუთე სეზონისათვის, შესარჩევი მოსმენები შვიდ ქვეყანაში –  სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთსა და თურქმენეთში ჩატარდება. 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკოსების მოსმენა 30 იანვარს გაიმართება.

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის ფესტივალის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ყოველი წლის სექტემბერში, ფესტივალის მსვლელობისას, შერჩეულ ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობა აქვთ, მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ხუთ კონცერტზე დაუკრან. ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში კი, ორკესტრანტები აქტიურ მომზადებას წინანდლის სახელოვნებო რეზიდენციაში გადიან. მათ მენტორობას პირველი კლასის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრების წარმომადგენლები უწევენ. 

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის იდეა მიზნად ისახავს, ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებით კარიერას უდიდესი მნიშვნელობის მუსიკალური და პერსონალური გამოცდილება შემატოს. კონცერტები, რომლებზეც ორკესტრი მონაწილეობას იღებს,  უდიდესი მუსიკალური მასშტაბებითა და ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. 

ფესტივალის განმავლობაში, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსებს შესაძლებლობა აქვთ,  სხვა კონცერტების რეპეტიციებსაც დაესწრონ და ცნობილ ხელოვანებს შეხვდნენ. 

შესარჩევ მოსმენაში მონაწილეობა უფასოა. შერჩეული მუსიკოსების მგზავრობას, განთავსებასა და კვებას წინანდლის ფესტივალი უზრუნველყოფს.

„წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი“ 2019 წელს წინანდლის ისტორიულ მამულში, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით დაფუძნდა. Წლების განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სეზონის პროგრამამ კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული ხელოვანები გააერთიანა. გამორჩეული საკონცერტო პროგრამისა და ცნობილი მუსიკოსების მოწვევის გარდა, ფესტივალის დაარსების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

2023 წელს „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი“  საიუბილეო მეხუთე სეზონით ბრუნდება. ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში უმასპინძლებს.

ფესტივალი მხარდაჭერისათვის დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიოგრაფიული ფილმისათვის, მსახიობი მარისა აბელა ემი უაინჰაუსად გარდაისახა

შემდეგი სტატია

The National-მა ახალი ალბომის, First Two Pages of Frankenstein-ის პირველი სიმღერა გამოაქვეყნა, ალბომი ტეილორ სვიფტთან, ფიბი ბრიჯერსთან და სიფიანი სტივენსთან თანამშრომლობით შეიქმნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

28 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მუსიკის მოყვარულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის დაუვიწყარი საახალწლო კონცერტი ელოდებათ.
მეტი