„სარმანიშვილისკარი” – VAQO რიგით მეექვსე ალბომს აანონსებს

„დიდ რისკებზე წავედი. ასეთი რამ აქამდე არასდროს გამიკეთებია.”
VAQO
VAQO

VAQO ახალ ალბომს აანონსებს. ალბომის სახელწოდებაა „სარმანიშვილისკარი”, რაც მუსიკოსის მშობლიური სოფლის დასახელებაა. ალბომში შემავალი სიმღერები სწორედ იქ ყოფნის დროს დაიწერა. ადგილზევე ჩაიწერა ალბომის ძირითადი ნაწილიც.

VAQO:

„ალბომი მიკრო ფოლკლორზეა, ანუ სიმღერების ტექსტები ადგილობრივ, სოფლის ისტორიებზეა. Ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ სოფელს. როცა ორმეფობა იყო საქართველოში, სწორედ მანდ გადიოდა იმერეთისა და ქართლ-კახეთის საზღვარი. ჩემს სოფელში რომ იკითხო, საიდან გაჩნდა ეს სოფელი, ყველა ერთსა და იმავე ისტორიას გიყვება, რომ თავადებს გამოექცნენ. ასეთ ისტორიებზეა, რაც, შეიძლება, ძველებური ფოლკლორია, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ სახელები რომ შეცვალო, 21-ე საუკუნესაც მოერგება. საკმაოდ ლაკონიური ტექსტებია, თუმცა საერთო ჯამში ზოგადი სოციალური მნიშვნელობა აქვს. Რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, ეს ალბომი წინა ჩანაწერებისგან განსხვავდება იმით, რომ აქ უფრო დიდ რისკებზე წავედი. გადავწყვიტე, გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და ისეთ ჟანრში გადავსულიყავი, რაც ნაკლებად დამიკრავს. ესაა ინდი-როკი. ზოგადად, შერეული იქნება კონცეპტუალურად: ეს იქნება ალტერნატიული როკის, ბლუზის, ქართული ფოლკის, პანკისა და ქანთრის ნაზავი. ასეთი რამ აქამდე არასდროს გამიკეთებია. 

ალბომი ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი იქნება ე.წ. სინკოპური ანუ ქაოსური და არეული რიტმი. ექსპერიმენტიც ამაშიც მდგომარეობს, რომ ორ დინამიკში ჩაწერილია სხვადასხვა დასარტყამი – თითქოს, ორმეფობისა და ამ რაღაც გაურკვეველი ორმმართველობის დროს რომ არის არეულობა, მაგ ეფექტის შესაქმნელად. მელოდია და რიტმი იქნება უკვე ამ ყველაფრის ფონზე. მეორე ნაწილი კი ამის საპირისპირო ვარიანტია – სადაც ყველაფერი ძალიან გამართულია. ეს არის კონტრასტის ჩვენება, თუ როგორია, როცა ყველაფერი არეულ-დარეულია, როგორ რთულად მიჯაგჯაგებს რიტმი მუსიკაში და მერე, როცა ყველაფერი  გამართულია, როგორ სწრაფად გადის დრო მუსიკის მოსმენისას.”

ალბომი ორი – სტანდარტული და დელუქს ვერსიებით გამოვა. სტანდარტულ ალბომში 10-11 სიმღერა შევა და მისი ქრონომეტრაჟი 30-35-წუთს შეადგენს. დელუქს ვერსია კი 21-22 კომპოზიციისგან შემდგარ გაფართოებული ვერსია იქნება. ალბომის მიზანი სოფლის მხარდაჭერა და მუსიკის დეცენტრალიზაციაა.

„მახსოვს, რამდენიმე წლის წინ გვინდოდა სოფელ-სოფელ სიარული და კონცერტების ჩატარება. მაშინ ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. მაგალითად, ის, რომ არ არის არანაირი სცენა, ინფრასტრუქტურა. ხანდახან ელექტრობაც კი არ არის ბოლომდე გაყვანილი, რომ რაღაც გააკეთო. ინფრასტრუქტურულ ნაწილში ეს სოფლები უკვე თამაშგარე მდგომარეობაში არიან იმისთვის, რომ რაიმე პოპკულტურის შემადგენელი იყვნენ. სწორედ ამიტომ მინდოდა ამ კუთხით მხარდაჭერა. ალბომის უმეტესი ნაწილი სოფელშივეა ჩაწერილი, რადგან მინდა, რომ როკ-ენ-როლისა და პოპმუსიკის არეალი გაფართოვდეს. ალბათ ცოტა ხელოვნური ნაბიჯია, არაბუნებრივი, რადგან თვითონ სოფელი ისეთია, რომ არც გაზია შეყვანილი, არც ინტერნეტი – ინფრასტრუქტურულად ძალიან გაუმართავია. თუმცა მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ ასეთ სივრცეშიც შეიძლება, რაღაც მნიშვნელოვანი შექმნა. სოფლის მხარდაჭერაა იმ კუთხით, რომ მინდა ამ სოფლის, როგორც ბრენდის სახელი გაჩნდეს ქართულ პოპკულტურაში. ამას მწერლები აკეთებენ ხოლმე. ჩადიან სოფლებში, იქ წერენ ნაწარმოებებს და ამით უკეთებენ ამ სოფლებს სახელს. ჩემი სურვილიც ესაა, რომ ამ სოფელს ამ გზით რაღაც სახელი გავუკეთო.

გამიხარდება, თუ ეს პროექტი სტიმული იქნება სხვა არტისტებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ თავის სოფლებში განახორციელონ იგივე და გაჩნდეს საქართველოში ალბომები, რომლებსაც ეწერება, რომ ჩაწერილია არა თბილისში, არამედ რომელიღაც სოფელში. არ არის სოფელი დასაკარგი სივრცე და გამიხარდება, რომ რაც თბილისში ხდება, სოფელშიც გადავიდეს და ხალხმა ნახოს, რომ პოპკულტურა არ არის მხოლოდ ელიტისთვის, ან მხოლოდ დიდი ქალაქების ნაწილი. ის ყველას ეკუთვნის.”

ალბომი „სარმანიშვილისკარი” გაზაფხულზე გამოვა და VAQO-ს სახელის ქვეშ გამოცემული რიგით მეექვსე ალბომი იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრისი ტეიგენი ამბობს, რომ შურს ყველასი, ვინც ბიონსეს დუბაის კონცერტს დაესწრო

შემდეგი სტატია

Stockton Records-მა ცოცხალი მუსიკალური სესიების პროექტი – Stockton Records Sessions დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ჰადსონი 2026 წლის 30 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულ MusiCares Person of the Year-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტო: Lester Cohen/Getty Images for The Recording Academy

მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ჯენიფერ ჰადსონი, ნიკოლ შერზინგერი და სხვა ვარსკვლავები წარდგებიან

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ტომ კრუზიც გამოჩნდება
მეტი
Mechanical Rainbow ფოტო: ნიტა შარიფაშვილი

Mechanical Rainbow-ს ახალი სინგლი PANDORA

„PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“
მეტი
მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი Pierre-Giles Vidoli/WWD

Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთად პირველად მოხვდნენ

Madonna-ს ახალი ალბომი CONFESSIONS II Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და ის საუკეთესო ათეულში მაიკლ ჯექსონის ლეგენდარულ ალბომს, Thriller-ს შეუერთდა, რომელიც ასევე ჩარტის ლიდერთა შორისაა.
მეტი
ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი