Stockton Records-მა ცოცხალი მუსიკალური სესიების პროექტი – Stockton Records Sessions დაიწყო

სესიების პირველ ეპიზოდში MokuMoku-მ კომპოზიცია სახელწოდებით I Wanna Know Now შეასრულა.

ხმის ჩამწერმა ლეიბლმა Stockton Records-მა ახალი პროექტი – Stockton Records Sessions (SRS) დაიწყო. ეს ცალკე მიმართულებაა, რომელიც პირველ რიგში Stockton Records-ის არტისტებს და მათი კომპოზიციების ცოცხალი შესრულების ვიდეო ჩანაწერის შექმნასა და გავრცელებას გულისხმობს. 

„გარკვეული პერიოდია, (რაც) Stockton Records-ში თვეში ერთხელ ვატარებთ ივენთების სერიას სახელწოდებით – MokuMoku Invites, რომლის ფარგლებშიც ყოველ ჯერზე ვიწვევთ სხვადასხვა ადგილობრივ არტისტს. აქამდე ხუთი ასეთი ღონისძიება ჩატარდა,პროექტის მთავარი ხიბლი არის ის, რომ მსმენელს ვეპატიჟებით უშუალოდ იმ გარემოში, სადაც ის ყველაფერი იქმნება, რაზეც Stockton Records მუშაობს. ღონისძიებების სერიაზე Volvo Cars-თან პარტნიორობით ვმუშაობთ  და ყველა ივენთის აუდიო და ვიდეო ჩაწერს ვაკეთებთ. სწორედ ამ ჩანაწერების არსებობამ გააჩინა იდეა, რომ დაგვეწყო ახალი პროექტი, ცალკე ვიდეო მიმართულება –  Stockton Records Sessions. ჯერ-ჯერობით წელიწადში ოთხი ვიდეოს წარდგენა იგეგმება, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ უფრო ხშირ ფორმატზეც გადავიდეთ.“ – კოკა გოგოხია, Stockton Records-ის დამფუძნებელი. 

Stockton Records Sessions-ის გამხსნელი ეპიზოდის პრემიერა  22 იანვარს შედგა. ვიდეო გადაღებულია ჯგუფ MokuMoku-ს ტრეკზე, სახელწოდებით I Wanna Know Now. კომპოზიცია შესულია ჯგუფის 2016 წლის ალბომში სახელწოდებით Black Heaven. 

„სივრცე, სადაც იქმნება Stockton Records Sessions-ის ვიდეოები, MokuMoku-ს სამუშაო სივრცეა. ეს გარემო უკვე ჩვენი პროექტის ნაწილია. აქ შეიქმნა ძალიან ბევრი ახალი ტრეკი, რომელთა რელიზებიც უკვე თებერვლიდან დაიწყება. ამიტომაც Stockton Records Sessions-ის პირველივე  სერიაში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი იყო.“ – ტატო რუსია, MokuMoku-ს წევრი. 

რაც შეეხება MokuMoku Invites-ს, პროექტმა უკვე გააერთიანა ისეთი არტისტები და მუსიკალური პროექტები, როგორებიც არიან: Kordz/Beka Gochiashvili/Zagareli/Dro/Nasi, Circus Mircus, Creams, Skazz, YGL. მომდევნო ღონისძიება 28 იანვარს გაიმართება, სადაც მოწვეული არტისტი Quemmekh იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

VAQO

„სარმანიშვილისკარი” – VAQO რიგით მეექვსე ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

სინდი ლოპერი ამბობს, რომ „გოგონებს გართობა უნდათ” სინამდვილეში ნიშნავდა: „გოგონებს სექსი უნდათ”, ამიტომ მან სიმღერას ახალი სიცოცხლე შესძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი