Daft Punk-ის წევრი თომას ბანგალტერი სოლო პროექტს აანონსებს. ნახეთ ალბომის ყდა

ეს ორკესტრია!
Daft Punk გრემის 56-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, 2014 წლის 26 იანვარი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო ჯეისონ მერიტი
Daft Punk გრემის 56-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, 2014 წლის 26 იანვარი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო ჯეისონ მერიტი

მას შემდეგ, რაც ფრანგმა საკულტო მუსიკოსებმა 2021 წლის თებერვალში ჯგუფის დაშლა გამოაცხადეს, Daft Punk-ის გარშემო ისეთი სიჩუმე სუფევდა, როგორც ცარიელ ღამის კლუბში. თუმცა სამშაბათს, 24 იანვარს, ჯგუფის წევრმა თომას ბანგალტერმა  ახალი ამბავი გაავრცელა.

აპრილში, პროდიუსერი პირველ სოლო ალბომს – საორკესტრო პროექტს, სახელწოდებით Mythologies გამოუშვებს. ნამუშევარი ფრანგი ქორეოგრაფის ანჯელინ პრელიოკას ამავე სახელწოდების ბალეტისთვის შეიქმნა. შოუს პრემიერა კი, ბორდოში, ორკესტრის ეროვნულ Bordeaux Aquitaine-ში შედგა.

პრეს-რელიზის თანახმად საათ ნახევრიანი პარტიტურა ბაროკოს მუსიკის და ამერიკული მინიმალიზმის ელემენტებს შეიცავს, რომელიც პროგრესული ვარიაციების ქვეშ ვითარდება. აღსანიშნავია, რომ საორკესტრო ნამუშევარი ელექტრონულ ელემენტებისგან თავისუფალია. 

პროექტი 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 7 აპრილს Erato/Warner Classics-ის მეშვეობით გამოვიდა, როდესაც პრელიოკაიმ ბანგალტერი  ახალი მუსიკალური ნაწარმოების დასაწერად მიიწვია. პრელიოკას რჩევით, ეს ნაწარმოები ოპერის და ეროვნული ბორდოს საბალეტო დასის 10 მოცეკვავისთვის უნდა ყოფილიყო  განკუთვნილი. 

„ოცდასამი სცენისგან შემდგარი დადგმა და მუსიკა სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის უძველესი და თანამედროვე მითების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს დღევანდელ ყოფაში პოვებს  ასახვას.“ – ნათქვამია პრეს-რელიზში.


„ვფიქრობ ყველა ხელოვანს თავისუფლების განცდა უნდა ჰქონდეს, როგორც შემეძლო თომასს და მის მეგობრებს დავეხმარე, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ ბარიერები დაეძლიათ და გათავისუფლებულიყვნენ. ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ჯერ კიდევ ოცი წლისები და ინდუსტრიას მათი შებოჭვა შეეძლო, ჩემი წვლილი კარგი გარემოს შექმნა იყო, რომელიც შემოქმედებითად მათ თავისუფალი მუშაობის საშუალებას მისცემდა.“ – განუცხადა თომას ბანგალტერის მამამ დენიელ ვანგარდმა Billboard-ს გასულ ნოემბერში.

თომას ბანგალტერი – Mythologies

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დრეიკი „აპოლოს“ თეატრში წარმოდგენის დროს, 2023 წლის, 21 იანვარი, ნიუ-იორკი. ფოტო: დიმიტრიოს კამბერუსი

მას შემდეგ, რაც მაყურებელი ანტრესოლის აივნიდან გადმოვარდა, დრეიკმა „აპოლოში“ კონცერტი შეაჩერა

შემდეგი სტატია

ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი