გიორგი დათიაშვილი – ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც დიდმა აუდიტორიამ  The Voice-დან გაიცნო

„აბიტურიენტობის პერიოდში ხშირად ვხვდებოდი თავისუფლების მოედანზე, სადაც ქუჩის მუსიკოსები უკრავდნენ. ყოველთვის ვჩერდებოდი და ვუსმენდი. ერთხელაც მიკროფონთან მიმიწვიეს და მამღერეს. ჩემთვის სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი.“

დროდადრო ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახალი არტისტებს ვხედავთ, რომლებიც ვოკალური შესაძლებლობებით, მუსიკალური გემოვნებით და შემოქმედებითი ხედვით, მსმენელისათვის აღმოჩენა ხდებიან. ერთ-ერთი მათგანია გიორგი დათიაშვილი – ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც ფართო აუდიტორიამ ქართული The Voice-დან გაიცნო. 

მუსიკასთან გიორგი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადაიკვეთა, როდესაც ხუთი წლის ასაკში ჯაზ-ვოკალზე შევიდა. როგორც თვითონ ამბობს, თავდაპირველად მუსიკალურ კარიერაზე არ ფიქრობდა. მიუხედავად ამისა, მიღებულმა მუსიკალურმა განათლებამ და გამოცდილებამ მას მყარი საფუძველი მისცა, რაზეც საკუთარი შემოქმედების დაშენება შეძლო. მისი საავტორო სიმღერები სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს აერთიანებს. ნამუშევრებში გვხვდება ინდისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავი და სხვადასხვა ექსპერიმენტული ჟღერადობა. 

გიორგი დათიაშვილი:

ჯაზ ვოკალზე რვა წელი ვიარე, თუმცა სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართული არც ვიყავი. შემოქმედებითი კარიერის გაგრძელებაზე თავიდან არც მიფიქრია, მუსიკა ჩემთვის მიყვარდა. როცა 17 წლის ვიყავი, ჩემმა მეგობარმა ლუპერი მათხოვა. სწორედ ასე დავიწყე გიტარის მონაკვეთების ჩაწერა და ამ მონაკვეთებზე სიმღერების დაწერა. აბიტურიენტობის პერიოდში ხშირად ვხვდებოდი თავისუფლების მოედანზე, სადაც ქუჩის მუსიკოსები უკრავდნენ. ყოველთვის ვჩერდებოდი და ვუსმენდი. მომწონდა ის, თუ როგორ გაბედულად შეეძლოთ საჯარო ადგილას სიმღერა. მე ჩემთვის ჩუმად ვყვებოდი ხოლმე. ერთხელაც მიკროფონთან მიმიწვიეს და მამღერეს. სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როცა ქუჩის მუსიკოსებს შევუერთდი. ეს საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო, ვისწავლე აუდიტორიის წინაშე ჩემი ხელოვნების წარდგენა. სახლში სტუდია მოვიწყე და მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

გიორგი დათიაშვილი ამჟამად The Voice-ის ფინალისტია. მისი მენტორი დათო ევგენიძეა. ამ ფორმით მათი გაერთიანება სიმბოლურია, რადგან სწორედ დათო ევგენიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც გიორგი დათიაშვილი ჯერ კიდევ ქუჩის მუსიკოსობის დროს შეამჩნია.

ერთ დღეს ჩემთვის ვიდექი ქუჩაში და ვმღეროდი, როგორც ყოველთვის. ამ დროს დათო ევგენიძემ გამოიარა, გაჩერდა, გამომელაპარაკა და თავის გადაცემაში მიმიწვია.“- გიორგი დათიაშვილი.

ქუჩის მუსიკოსობიდან გიორგი სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაზე და ფესტივალის სცენაზეც აღმოჩნდა. თუმცა, The Voice ის პროექტია, სადაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიცნო. 

„კონკურსების ფორმატი არასდროს მომწონდა და ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ The Voice-ში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილა იყო, თუმცა ეს პროექტი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა აღმოჩნდა. სანამ The Voice-ში აღმოვჩნდებოდი, ცხოვრების ის მომენტი მქონდა, როცა უკვე მუსიკალური კარიერისათვის თავის დანებებას ვაპირებდი. მიზეზი ალბათ იმედგაცრუება იყო – დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ სფეროში იმ მიზნებს ვერ მივაღწიე, რაც დასახული მქონდა. The Voice-ში გამოჩენის შემდეგ, ჩემი აუდიტორია საგრძნობლად გაიზარდა, ახალი მიზნები და შესაძლებლობები გაჩნდა, თითქოს ახალი ეტაპი დაიწყო.“ – გიორგი დათიაშვილი.

კონკურსის პირობების მიხედვით, ქართული The Voice-ის გამარჯვებული „ევროვიზიაზე“ წარადგენს. 

მიუხედავად იმისა, რომ „ევროვიზიაზე“ მონაწილეობა არასდროს მიფიქრია, როცა გავიგე, რომ შემდეგი დაჯილდოება ბრიტანეთში ტარდება, ამან მოტივაცია მომცა. თუ The Voice-ში გავიმარჯვებ და მომეცემა საშუალება, დარწმუნებული ვარ,  საქართველოს ღირსეულად წარვადგენ.“ – გიორგი დათიაშვილი.

გიორგი დათიაშვილი The Voice-ის ფინალში ხუთშაბათს წარდგება. 

მისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ნომერზე – 0903300315

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

1993 წლის 25 სექტემბერი, ლონდონის უემბლის სტადიონი The Girlie Show ტურნეზე, მადონას პერფორმანსი, ფოტო: მიკ ჰატსონი

ფოტოები 1985 წლიდან დღემდე მადონას საკონცერტო ტურნედან

შემდეგი სტატია

დრეიკი „აპოლოს“ თეატრში წარმოდგენის დროს, 2023 წლის, 21 იანვარი, ნიუ-იორკი. ფოტო: დიმიტრიოს კამბერუსი

მას შემდეგ, რაც მაყურებელი ანტრესოლის აივნიდან გადმოვარდა, დრეიკმა „აპოლოში“ კონცერტი შეაჩერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლენი კრავიცი, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო: მაიკ კოპოლა

ლენი კრავიცი TikTok-ს შეუერთდა

2012 წელს ვირუსულად გავრცელებული ფოტოს მსგავსად, ლეგენდარული მუსიკოსი TikTok ვიდეოში დიდი კაშნეთი გამოჩნდა: „ეს შემოდგომის პირველი დღეა."
მეტი

ნინო ქათამაძე ამერიკაში ტურნეს მართავს

„ნინოს ემოციური ხმა ატყვევებს აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ის ტურნეა, რომელიც მუსიკის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ,” - წერს ამერიკულ ონლაინ პლატფორმა.
მეტი
ნოდარიკო ხუციშვილი - „ფერადი სიზმრები“

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და კლიპი „ფერადი სიზმრები“

„მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა პატარა ბიჭზე და გოგოზე ჰყვება ამბავს, ყველას გვჭირდება ასეთი ემოციები და ბედნიერების შეგრძნებები, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი რაღაც ზედაპირული გახდა. რაც არ უნდა არ ვაღიარებდეთ, სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება ყოველთვის ყველას ნებისმიერ ასაკში სჭირდება, ამიტომაც არის კლიპში სხვადასხვა ასაკის და ტიპაჟის გოგოები და ბიჭები ყვავილით ხელში.“
მეტი

ტრევის სკოტი Astroworld-ის საქმეზე საათების განმავლობაში იკითხებოდა

საქმის პირველი სასამართლო განხილვა 2024 წლის 6 მაისს არის ჩანიშნული. სასამართლოს ანგარიშით, ამ ეტაპზე 1500 აქტიური სარჩელია.
მეტი