Smashing Pumpkins-ის მუსიკალური ფესტივალი The World Is A Vampire

Smashing Pumpkins-ის ათ დღიან ფესტივალზე ამერიკული ალტერნატიული როკ-ბენდი Jane’s Addiction, ავსტრალიური როკ ბენდი Amyl and the Sniffers და სხვა ცნობილი არტისტებიც დაუკრავენ.

ავსტრალიაში, აპრილში, ცნობილი ბენდი Smashing Pumpkins ათ დღიან ფესტივალს The World Is A Vampire-ს გამართავს.

ფესტივალის სახელწოდება სიმღერა Bullet with Butterfly Wings-ის ტექსტიდან არის აღებული. სიმღერა 1995 წელს გამოშვებული გრემის ჯილდოს მფლობელ მესამე სტუდიურ ალბომშია (Mellon Collie and the Infinite Sadness) შესული.

ღონისძიება 15 აპრილს Stuart Park-ში დაიწყება და 30 აპრილს Broadwater Parklands-ში, „ოქროს სანაპიროზე“ დასრულდება. 

მუსიკალურ ფესტივალში ARIA-ს ჯილდოს მფლობელი პანკ-როკ ბენდი – Amyl And The Sniffers, სიდნეიში დაფუძნებული როკ ჯგუფი –  RedHook, შვიდკაციანი გიტარისტთა ჯგუფი – Battlesnake და ადგილობრივი არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.

ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი აუდიტორიას ტრადიციული პროგრამისგან თავის დაღწევას და მრავალფეროვან აქტივობებს ჰპირდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ახალგაზრდა მუსიკოსის და კომპოზიტორის, ნიკა თხელიძის ახალი EP – In the Arms of Morpheus

შემდეგი სტატია

არტისტები, რომლებიც 2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი