ლონდონის „მადამ ტიუსოს“ მუზეუმში Drake-ის ცვილის ფიგურა დადგეს

ცვილის ფიგურის ჩაცმულობის დიზაინი იმ სამოსით არის შთაგონებული, რომლითაც Drake 2021 წელს, Wireless Festival-ზე მოულოდნელად გამოჩნდა.

ლონდონში მდებარე „მადამ ტიუსოს“ მუზეუმში ვარსკვლავების ცვილის ფიგურებს შორის, Drake-ის სკულპტურაც გამოჩნდა. ლონდონის ფილიალი „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის ბრენდის ძირითადი და ყველაზე დიდი სივრცეა. ეს მუზეუმი აერთიანებს ისეთი ცნობილი ადამიანების ფიგურებს, როგორებიც არიან: რიანა, არიანა გრანდე, მაილი საირუსი, ბიონსე და სხვები.

ცვილის ფიგურის ჩაცმულობის დიზაინი იმ სამოსით არის შთაგონებული, რომლითაც რეპერი 2021 წელს, Wireless Festival-ზე ყველასათვის მოულოდნელად გამოჩნდა. სკულპტურაზე არტისტის გარეგნობისათვის დამახასიათებელი ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად არის გადატანილი, მათ შორის –  ტატუები, პირსინგები, ვარცხნილობა და ასე შემდეგ. როგორც „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ცვილის ფიგურას Cartier-ისა და Van Cleef-ის აქსესუარების რეპლიკები უკეთია. 


ლონდონის მიმართ სიყვარული Drake-მა არაერთხელ გამოხატა. ამის მაგალითია შემთხვევა, როცა Wireless Festival-ზე მოულოდნელად გამოჩნდა.“ – წერია „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის ოფიციალურ განცხადებაში.  აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ცნობით, ჰიპ-ჰოპ არტისტმა ლონდონში სახლი იყიდა და ინგლისის დედაქალაქში ის დროს უფრო ხშირად  გაატარებს. „გვინდა, ჩვენი ქალაქის ქუჩებში თბილად დავხვდეთ და ვაჩვენოთ, რომ ამ სიყვარულის საპასუხოდ, მისი უკვდავყოფა ამ ღირსშესანიშნავ სივრცეში შეგვიძლია.“ – თქვა ლონდონის „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის გენერალურმა მენეჯერმა, ტიმ უოტერსმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრაიან უილსონი, კეროლ ბეიერ სეიჯერი და სხვები ბერტ ბაკარაკის გარდაცვალებას ეხმაურებიან: „მისი სიმღერები სამუდამოდ იცოცხლებს.”

შემდეგი სტატია

SZA ბილბორდის 2023 წლის ქალად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი