ბრაიან უილსონი, კეროლ ბეიერ სეიჯერი და სხვები ბერტ ბაკარაკის გარდაცვალებას ეხმაურებიან: „მისი სიმღერები სამუდამოდ იცოცხლებს.”

ცნობილი კომპოზიტორი 8 თებერვალს გარდაიცვალა.
ბერტ ბაკარაკი ლონდონში, 2013 წელი
Nick Pickles/WireImage

მუსიკალურმა ინდუსტრიამ ერთ-ერთი საუკეთესო პოპ კომპოზიტორი დაკარგა. ბერტ ბაკარაკი 8 თებერვალს ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. კომპოზიტორის მეგობრები სოციალურ ქსელებში სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ. 

ბაკარაკის ყოფილმა მეუღლემ, კომპოზიტორმა კეროლ ბეიერ სეიჯერმა ინსტაგრამზე მათი ქორწინების პერიოდის ფოტოების სერია გაავრცელა და დაწერა: „დიდი ადამიანი, დიდი კომპოზიტორი და ბოლოს – მზრუნველი მეგობარი. მე და კრისტოფერი მადლობლები ვართ თქვენგან წამოსული სიყვარულისთვის. შენ იქ დიდი როიალი გექნება, ბერტ, და ისევ შეძლებ, თავისუფლად დაუკრა ყოველი ნოტი. მშვიდად განისვენე და იცოდე, თუ რამდენად შეეხო შენი მუსიკა სამყაროს და რამდენად შეეხო შენი ცხოვრება ჩვენსას. კეროლი და კრისი.” 

Beach Boys-ის თანადამფუძნებელმა ბრაიან უილსონმა ტვიტერზე დაწერა: „ძალიან დამწუხრებული ვარ. ბერტი ჩემი გმირი იყო და ჩემს შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ის მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტი იყო. მისი სიმღერები სამუდამოდ იცოცხლებს.” 

დიონ ვორვიკი, რომელსაც კომპოზიტორთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამბობს, რომ ბაკარაკის გარდაცვალება მისთვის ოჯახის დაკარგვასავით იყო. „ნათელ მხარეს ჩვენ ბევრს ვიცინოდით და გვქონდა ჩვენი დაპირისპირებებიც, თუმცა ყოველთვის ვპოულობდით გზას, გვეჩვენებინა ერთმანეთისთვის, რომ ჩვენი ოჯახი, როგორც ჩვენი ფესვები, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩვენს ურთიერთობაში. თანავუგრძნობ მის ოჯახს. მომენატრება.”

ბაკარაკის შემოქმედება ისეთ ჰიტებს მოიცავს, როგორებიცაა Alfie, Walk on By, Promises, Promises, Raindrops Keep Fallin’ on My Head, What the World Needs Now is Love და სხვები.

ნახეთ მუსიკოსების პოსტები ბერტ ბაკარაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა Lavender Haze-ის გარემიქსებული ვერსია გამოუშვა

შემდეგი სტატია

ლონდონის „მადამ ტიუსოს“ მუზეუმში Drake-ის ცვილის ფიგურა დადგეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი