2023 წლის Super Bowl-ის მსვლელობისას  რიანა მუსიკალურ სცენაზე შთამბეჭდავი ცოცხალი შოუთი წარდგა

რიანამ შოუს მსვლელობისას თავისი ჰიტები შეასრულა და ორსულობა გაამჟღავნა.


კვირას გამართულ 2023 წლის Super Bowl-ის მუსიკალურ შოუზე სტადიონის აუდიტორიის და მრავალრიცხოვანი საეთერო მაყურებლის წინაშე,  პოპ ვარსკვლავი რიანა წარდგა. State Farm-ის სტადიონზე გამართული შოუს მსვლელობისას,  მუსიკოსმა თავისი არაერთი ჰიტი შეასრულა.

13-წუთიანი შოუს განმავლობაში, რიანამ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მას დიდი გავლენა აქვს – მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს ალოდინებს თავის მუსიკალურ გულშემატკივრებს. რიანამ ბოლო ალბომი, სახელწოდებით Anti  2016 წელს გამოუშვა. ნამუშევარმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, მაგრამ ამის შემდეგ, სუპერ ვარსკვლავი მუსიკალურ სცენაზე თითქმის აღარ გამოჩენილა. 2022 წელს მას პარტნიორისგან, რეპერ A$AP Rocky-სგან პირველი შვილი შეეძინა. 2022 წლის მიწურულს კი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველი სინგლი –  Lift Me Up გამოუშვა. სიმღერა ფილმის, სახელწოდებით  Black Panther: Wakanda Forever საუნდტრეკია. 2023 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე კომპოზიცია ფილმისათვის შექმნილი  საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში იყო წარდგენილი.  Lift Me Up ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის დაჯილდოებაზეც არის ნომინირებული. Super Bowl -ის ტაიმებს შორის გამართულ შოუზე კი ვარსკვლავმა დაამტკიცა, რომ მისი მუსიკალური კარიერა ჯერ არ დასრულებულა.

სასცენო შესრულება რიანამ სიმღერით Bitch Better Have My Money დაიწყო. მომღერალი მოძრავ სცენაზე წითელი კოსტიუმით გამოჩნდა. სწორედ სასცენო იმიჯით გამჟღავნდა მისი ორსულობა, რადგან  ვარსკვლავს კოსტიუმში გაზრდილი მუცელი ეტყობოდა.  

რიანას პერფორმანსმა ისეთი ცნობილი ტრეკები გააერთიანა, როგორებიც არის: Only Girl (in the World), We Found Love, S&M, Rude Boy, Work და სხვა. Diamonds-ის შესრულებისას, ცაზე ფოიერვერკი გაუშვას, Umbrella-ს სიმღერისას კი სცენაზე ხელოვნური წვიმა წამოვიდა. Umbrella რიანამ მარტო შეასრულა –  შოუს დროს Jay-Z სანახაობას აუდიტორიისათვის განკუთვნილი ადგილიდან ადევნებდა თვალს. 

რიანას Super Bowl Halftime Show-ზე მონაწილეობა 2019 წელსაც შესთავაზეს, თუმცა მაშინ ვარსკვლავმა უარი განაცხადა. გულშემატკივრებისათვის უცნობია, კონკრეტულად რამ დაარწმუნა რიანა, რომ წლევანდელ შოუში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ცხადია, რომ მას საკმაოდ სოლიდური ჰონორარი გადაუხადეს. 

გასულ წლებში, Super Bowl Halftime Show -ს მონაწილეებმა სხვადასხვა გზა აირჩიეს იმისათვის, რომ შოუ აღსანიშნავი ყოფილიყო და მათ მუსიკალურ კარიერაშიც მნიშვნელოვანი  კვალი დაეტოვებინა. 2022 წელს Mary J. Blige-მა  Super Bowl-ის ფინალამდე ორი დღით ადრე თავისი მე-14 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2021 წელს კი, The Weeknd -მა ჰიტების ალბომი, The Highlights გამოუშვა. თუმცა რიანამ წინამორბედების სტრატეგია არ გაითვალისწინა, რადგან ის ყველაფერს ყოველთვის თავისებურად აკეთებს. 

რიანამ საკუთარი ბრენდებიც გამოიყენა იმისათვის, რომ მისი პერსონის  მნიშვნელობა კიდევ უფრო წინ წამოეწია.  Savage x Fenty-ის სპეციალური კოლექციის მაისურზე ეწერა – „რიანას კონცერტი საფეხბურთო თამაშის გამო შეწყდა. უცნაურია, მაგრამ არა უშავს“. შოუს მსვლელობისას, პოპ ვარსკვლავმა მაკიაჟიც შეისწორა. ამისათვის თავისსავე ბრენდის – Fenty Beauty-ის ნაკრები გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მაკიაჟის ღრუბელს ამერიკული პროფესიონალური ფეხბურთის ბურთის ფორმა ჰქონდა. 

საბოლოოდ შოუ აპლოდისმენტებით და აუდიტორიის ოვაციებით დასრულდა. ამ მომენტს რიანა ჰაერში დაკიდებული მოძრავი სცენიდან ადევნებდა თვალს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Super Bowl-ის ეთერისათვის მომზადებულ Dunkin-ის რეკლამაში ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი მონაწილეობენ

შემდეგი სტატია

2023 წლის Brit Awards-ის წითელ ხალიჩაზე სემ სმითი ყურადღების ცენტრში ლატექსის გასაბერი ტანსაცმლით მოექცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი