Super Bowl-ის ეთერისათვის მომზადებულ Dunkin-ის რეკლამაში ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი მონაწილეობენ

ვიდეოში ბენ აფლეკი Dunkin-ის თანამშრომლის ამპლუაშია და თავის თაყვანისმცემლებისგან თავადვე იღებს შეკვეთას


2023 წლის Super Bowl-ის სატელევიზიო ეთერში კომპანიებმა სპეციალურად ამ დღისათვის გადაღებული რეკლამები ტრადიციისამებრ წარადგინეს. Dunkin’ Donuts-ის რეკლამა ერთ-ერთი გამორჩეული ვიდეო აღმოჩნდა, რადგან მასში ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი მონაწილეობენ. 

ვიდეოში ბენ აფლეკი Dunkin-ის თანამშრომლის ამპლუაშია და თავის თაყვანისმცემლებისგან თავადვე იღებს შეკვეთას. რეკლამაში ოსკაროსან მსახიობს ფანებთან კომუნიკაციაც აქვს და ერთ-ერთ მათგანთან ერთად ე.წ. Სელფისაც იღებს.  მოულოდნელად შეკვეთის მიმღებ ჯიხურთან  ავტომობილი ჩერდება, რომლის საჭესთანაც ჯენიფერ ლოპესი ზის. „აქ რას აკეთებ?“ – მიმართავს გაკვირვებული ლოპესი ბენ აფლეკს. 

როგორც ცნობილია, ვიდეოში რეალური სცენებია ასახული და ბენ აფლეკი გამვლელებს მართლაც მოემსახურა. Dunkin-ის ერთ-ერთმა იღბლიანმა მომხმარებელმა მედიასთან ეს  შემთხვევაც გაიხსენა და თქვა, რომ მისი შეკვეთა მართლაც მსახიობმა მიიღო, შემდეგ კი ყავაც შესთავაზა. 

აღსანიშნავია, რომ ბენ აფლეკი Dunkin-ის დიდი მოყვარულია და მას ამ ბრენდის ცივი ყავით ხელში პაპარაცები არაერთხელ აფიქსირებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Super Bowl-ის ისტორიულ მომენტად შერილ ლი რალფის შესრულებული Lift Every Voice and Sing იქცა

შემდეგი სტატია

2023 წლის Super Bowl-ის მსვლელობისას  რიანა მუსიკალურ სცენაზე შთამბეჭდავი ცოცხალი შოუთი წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი