22 თებერვალს Sophie Villy-ის კონცერტი და მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართება

სიმღერა Blackout და მასზე გადაღებული ვიდეო უკრაინის მოვლენებს ეძღვნება.
SOPHIE VILLY
SOPHIE VILLY

22 თებერვალს, ბარში  „დედაენა“ Sophie Villy-ის კონცერტი გაიმართება. საღამოზე არტისტი მუსიკალურ ვიდეოს წარადგენს, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით  – Blackout. კომპოზიცია და ვიდეო უკრაინის მოვლენებს ეძღვნება.  

აღსანიშნავია, რომ Blackout მუსიკოსის მეორე ნამუშევარია, რომელიც უკრაინის ომს ეხმიანება.

Sophie Villy: 

„ჩემი მეგობრები, ნათესავები, ბენდის წევრები, კოლეგები უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. ომის დაწყებიდან მათთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. ერთ დღესაც,  როდესაც ჩემს დრამერს ვესაუბრებოდი,  მითხრა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში  მოსახლეობა ელექტრო ენერგიის გარეშე იყო. Blackout  ამ საუბრიდან ძალიან მალევე დაიწერა. შემდეგ ჩემს მეგობრებს მოვასმენინე და გადავწყვიტეთ,  კომპოზიციაზე მუსიკალური ვიდეო გადაგვეღო. ვიდეოს შექმნაში ოპერატორი დიტო დეკანოსიძე და ხმის დიზაინერი Მაკარი გოგოლაძე დამეხმარნენ.“

დაგეგმილი მუსიკალური ლაივის თარიღი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. 22 თებერვალს  Sophie Villy-ის პირველი ალბომის, Mother Fish-ის გამოსვლიდან 11 წელი გადის. აღსანიშნავია, რომ  საკმაოდ დიდი ხანია, რაც საქართველოში Sophie Villy-ის ლაივი არ ჰქონია. დაგეგმილ საღამოზე  მსმენელი ახალ კომპოზიციებთან ერთად, ძველ ნამუშევრებსაც მოისმენს.  ლაივის მსვლელობისას Sophie Villy-ისთან ერთად აუდიტორიის წინაშე არაერთი გამორჩეული ქართველი ინსტრუმენტალისტი მუსიკოსი წარდგება – ლევან მიქაბერიძე – ბასი, სოლო ყავრელიშვილი – გიტარა, სანდრო ნიკოლაძე ფლეიტა და გიორგი ტეცოშვილი – დრამი.  

„საღამოზე სპეციალურად მოწვეული მუსიკოსებიც გვეყოლებიან, თუმცა, ლაივამდე მათ ვინაობას მსმენელისათვის სიურპრიზად დავტოვებთ.“ – Sophie Villy. 

რაც შეეხება  Blackout-ის მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაციას, 22 თებერვალს მას მხოლოდ კონცერტზე  დამსწრები აუდიტორია იხილავს. დახურული  ჩვენების შემდეგ, ის არაერთ უკრაინულ პლატფორმაზე განთავსდება. კლიპი სოციალური მედიის არხებსა და Youtube-ზეც გამოქვეყნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2023 წლის Brit Awards-ის წითელ ხალიჩაზე სემ სმითი ყურადღების ცენტრში ლატექსის გასაბერი ტანსაცმლით მოექცა

შემდეგი სტატია

Linkin Park - ფოტო: ჯეიმს მინჩინი

Linkin Park-მა Meteora-ს მეოცე საიუბილეო გამოცემის გამოსვლა დააანონსა და სიმღერა Lost-ის გამოუქვეყნებელი ვერსია გააზიარა, რომელსაც ჩესტერ ბენინგტონი მღერის

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი