Linkin Park-მა Meteora-ს მეოცე საიუბილეო გამოცემის გამოსვლა დააანონსა და სიმღერა Lost-ის გამოუქვეყნებელი ვერსია გააზიარა, რომელსაც ჩესტერ ბენინგტონი მღერის

ბენდმა Meteora-ს სესიების დროს ჩაწერილი და აღმოჩენილი სიმღერა გამოაქვეყნა.
Linkin Park - ფოტო: ჯეიმს მინჩინი

ალბომ Meteora-ს გამოსვლიდან ოცი წლის შემდეგ, Linkin Park-მა Meteora 20th Anniversary Edition-ის გამოსვლა დააანონსა. ჩანაწერები შვიდ აპრილს გამოვა. ალბომი აქამდე გამოუქვეყნებელ   რამდენიმე სიმღერას შეიცავს.

ერთ-ერთი სიმღერაა Lost, რომელსაც ბენდის ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი მღერის. მომღერალი 2017 წელს გარდაიცვალა და სიმღერის ეს ვერსია აქამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა. ალბომის საიუბილეო თარიღისთვის – ბენდმა ჩანაწერების ხელახლა გადახედვისას ჩესტერ ბენინგტონის მიერ შესრულებული ეს სიმღერა აღმოაჩინა.

„ამ ტრეკის აღმოჩენა ძველი, დავიწყებული ფოტოს აღმოჩენას ჰგავდა, თითქოს შესაფერის მომენტს ელოდა საკუთარი თავის გამოსავლენად. წლებია თაყვანისმცემლები ჩესტერ ბენინგტონის შესრულებით სიმღერის გამოქვეყნებას გვთხოვენ, აღფრთოვანებული ვარ, რომ ეს შევძელით. დარწმუნებული ვარ მსმენელი გაოცდება, როდესაც სიმღერებს მოისმენენ.“ – თქვა ჯგუფის წევრმა მაიკ შინოდამ პრესასთან საუბარში.

ალბომი Meteora –  2023 წელს გამოვა, სადაც  Linkin Park-ის ყველაზე ცნობილი ჰიტები იქნება შესული: Numb, Breaking the Habit, Faint, Somewhere I Belong და Lying From You,  ყველა მათგანი Billboard-ის ალტერნატიული სიმღერების ჩარტის სათავეშია მოხვედრილი. 

ნახეთ სიმღერა Lost-თვის შექმნილი ოფიციალური ანიმაციური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SOPHIE VILLY

22 თებერვალს Sophie Villy-ის კონცერტი და მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართება

შემდეგი სტატია

ფეხმძიმე ჯესი ჯეიმ ახალი სიმღერის დაანონსებისას შვილის სქესი გაამხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი