მანანა მენაბდე მსმენელის წინაშე მონატრებული პროგრამით წარდგა. „ხანდახან ეჭვი გეპარება საკუთარ თავში: ნუთუ კიდევ უნდათ…” 

კონცერტზე, უახლოეს გეგმებსა და სამომავლო პროექტებზე ხელოვანი Billboard საქართველოსთან ინტერვიუში საუბრობს.

თუმანიშვილის თეატრის სცენაზე Მანანა მენაბდის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე სახელწოდებით „შენ ფანჯარაში დამინახავ” ხელოვანი მსმენელის წინაშე მათთვის კარგად ნაცნობი პროგრამით წარდგა, რომელიც მუსიკალურ კომპოზიციებთან ერთად მის ლექსებსა და იგავ-არაკებსაც აერთიანებს.

მანანა მენაბდე:

„ცოტა შორიდან დავიწყებ: 2017 წელს თუმანიშვილის თეატრში დავდგი სპექტაკლი ჩემი პირველი პიესის მიხედვით, რომელსაც ერქვა „მართლა”. Მე პროფესიით რეჟისორი ვარ, მაგრამ ამ მიმართულებით დიდი ხანი არაფერი მქონდა გაკეთებული და ეს პირველი იყო. Ამისკენ მაშინ ქეთი დოლიძემ მიბიძგა. სულ 8 სპექტაკლი ვითამაშეთ. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ სეზონი დასრულდა, მერე მე გავემგზავრე, მერე პანდემიაც დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა. Ახლა კი გადავწყვიტე, ეს სპექტაკლი აღვადგინო. თუმცა მას აღარ ერქმევა „მართლა”. Სახელი შევუცვალე და ეს იქნება „კაცმა გადაიფიქრა.” ასევე ვცვლი სცენოგრაფიას, რასაც, რა თქმა უნდა, ფინანსები სჭირდება. Ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე, რომ გამეკეთებინა კონცერტი, რომლისგან შემოსული თანხაც სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენას მოხმარდებოდა. Აი, სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა ეს საღამო.

მეორე მხრივ კი, პროგრამას რაც შეეხება, სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად მწერენ თხოვნით, რომ აღვადგინო პროგრამა „თბილისური ეზო”. მართალია, ზუსტად იმ სახით ვერ აღვადგენ, თუმცა გადავწყვიტე, მსგავსი რამ გამეკეთებინა, რომ ჩემი მსმენელისა და მაყურებლის თხოვნა და სურვილი დამეკმაყოფილებინა. რეპერტუარი თითქმის იგივეა – იშხნელები, ქართული რომანსები და ჩემი საკუთარი სიმღერები. შიგადაშიგ კი ეს ყველაფერი გაზავებულია ჩემი იგავ-არაკებით, ლექსებითა და პროზით. შემოქმედი ადამიანი როცა ხარ, უფიქრდები: „კი მაგრამ ეს ხომ უკვე მოისმინეს, კიდევ რაღატომ უნდათ?!” ხანდახან ეჭვიც კი გეპარება საკუთარ თავში, რომ ნუთუ კიდევ უნდათ… მაგრამ ჰქონდათ ამის სურვილი და რახან ჰქონდათ ეს სურვილი, რატომაც არა?!”

მანანა მენაბდე და ქეთი დოლიძე

კონცერტიდან შემოსული თანხა სპექტაკლის აღდგენას მოხმარდება, რომელსაც მაყურებელი უახლოეს მომავალში ასევე თუმანიშვილის თეატრის სცენაზე იხილავს. თუმცა ამის გარდა, მანანა მენაბდეს კიდევ ერთი დიდი პროექტის განხორციელების სურვილი აქვს.

„მე მაქვს პროექტი, რომელსაც ალბათ ცოტა მოგვიანებით განვახორციელებ ახალგაზრდებთან ერთად. ეს არის ფოლკლორული ჯაზი, რომელმაც შორეულ 2010-2011-იან წლებში სამეფო უბნის თეატრში გაიჟღერა. მაშინ მაყურებლის ნახევარი ქუჩაში დარჩა და ვერ მოისმინა ეს. კარგად არც იციან ასეთი რამის არსებობის შესახებ. ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, რომ მათ ეს მოისმინონ.  მინდა, გავაკეთო ბენდი, ბექები და მინდა, იყოს სიმფონიური ორკესტრიც. ყველაფერი, რაც ამ პროექტში გაჟღერდება, არის ქართულ ფუძეზე დაყრდნობილი. ჩვენ ისეთი საგანძური გვაქვს, ისეთ საგანძურზე ვსხედვართ – ყველანაირად და განსაკუთრებით, მუსიკალურად… რატომაა სუხიშვილები საინტერესო? იმიტომ, რომ ილიკომ ქართული ცეკვის საფუძველზე თანამედროვე შექმნა. აი, ესაა საინტერესო. დამიჯერეთ, არანაირ ევროპას და ამერიკას არ აინტერესებს, შენ როგორ იმღერებ მის ამერიკულს. მაგას თვითონაც კარგად იმღერებენ. ამიტომ ჩვენ ჩვენი იდენტობა უნდა ვანახოთ და ჩემთვის ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფლება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა შენ შენს ფესვებს უღრმავდები. ასე რომ, თუ დაინტერესება და ხელშეწყობა იქნება, ეს იქნება ძალიან სერიოზული და მძლავრი პროექტი. მე ამის დიდი სურვილი მაქვს და სანამ ძალაც მაქვს, მინდა, რომ მაყურებელმა ეს მოისმინოს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯულია ფოქსი ჟურნალ ELLE-თვის - ფოტო: რიჩი შამაზი

ჯულია ფოქსი ამბობს რომ კანიე უესტის ანტისემიტური გამონათქვამები გულს სტკენს

შემდეგი სტატია

რიანამ შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი