Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მონაწილე მოცეკვავეებმა რიანას ორსულობის შესახებ არ იცოდნენ

„მუცელი იქამდე არ მინახავს, შოუს დღესაც კი. YouTube-ის ჩანაწერს ვუყურე, რომ მომხდარი გამეანალიზებინა.“ – აღნიშნა მოცეკვავე ლანიაე კემპბელმა.


რიანამ მსოფლიო გააკვირვა, როდესაც 2023 წლის Super Bowl Halftime Show-ზე ორსულობა გაამჟღავნა. მომღერალს  წითელი კოსტიუმი ეცვა, რომელშიც გაზრდილი მუცელი ეტყობოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შოუს ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილე მოცეკვავეებმა ვარსკვლავის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

Entertainment Tonight-თან საუბრისას Halftime Show-ში მონაწილე ორმა მოცეკვავემ, ლეილა ჰეისმა და ლანიაე კემპბელმა გაამხილეს, რომ რეპეტიციების დროს რიანას ორსულობას ყველა საიდუმლოდ ინახავდა. როგორც მათ აღნიშნეს, რეპეტიციებზე ვარსკვლავის ჩაცმულობა ისე იყო შერჩეული, რომ მას მუცელს ვერავინ ამჩნევდა. Ჰეისმა და კემპბელმა დაადასტურეს, რომ მოცეკვავეებმა რიანას ორსულობის შესახებ, სწორედ Super Bowl-ის მსვლელობისას შეიტყვეს.

„ყველა დაბნეული ვიყავით, როდესაც ვუყურებდით როგორ ავიდა სცენაზე და  საჯაროდ გამოაჩინა მუცელი. ერთ რეპეტიციაზე იგივე კოსტიუმი ეცვა, თუმცა ელვა შეკრული ჰქონდა.“ – აღნიშნეს მათ.

შოუს შემდეგ ლანიაე კემპბელმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გამომწერების მთავარ კითხვას უპასუხა – „მუცელი იქამდე არ მინახავს, შოუს დღესაც კი. YouTube-ის ჩანაწერს ვუყურე, რომ მომხდარი გამეანალიზებინა. რეპეტიციებზე ქურქებით და დიდი სვიტერებით მოდიოდა… თავადაც გაკვირვებული დავრჩი.“ – განმარტა კემპბელმა. 

Super Bowl-ის დამთავრების შემდეგ მალევე, რიანას ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ვარსკვლავი და რეპერი  A$AP Rocky მეორე შვილს ელოდებიან. რიანას პირველი შვილი 2022 წლის მაისში შეეძინა. 

ნახეთ ლანიაე კემპბელის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ის რიანას ორსულობაზე საუბრობს:

@luhnyae Replying to @koochiepotpie tried to answer most of the main questions with this one! And did we get paid? YESSS AHH #rihannahalftimeshow #fyp ♬ original sound – Luhnyae

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სტინგი - ფოტო: MK

სტინგი  Ivors Academy-ის წევრი გახდება

შემდეგი სტატია

ლედი გაგას პირველი ფოტო „ჯოკერის” სიქუელიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი