ფილმ Little Mermaid-ის ახალი ვიდეო თიზერი და მელისა მაკ-კართი ურსულას როლში

ვიდეოში ასევე ნახავთ Little Mermaid-ის პერსონაჟებს: თევზ – ფლაუნდერს და პრინც ერიკს.
მელისა მაკ-კართი - ფილმში Little Mermaid
მელისა მაკ-კართი – ფილმში Little Mermaid

სულ რაღაც სამ თვეში ყველასთვის ცნობილი ანიმაციის მიხედვით გადაღებული ფილმი Little Mermaid დიდ ეკრანზე გამოვა. 15 თებერვალს Disney-მ ფილმის ახალი თიზერი გამოაქვეყნა.

ოცდაათ წამიანი ვიდეოში არიელის როლის შემსრულებელი ჰოლი ბეილი სიმღერა Part of Your World-ს მღერის. თიზერში ჯეიკობ ტრემბელის მიერ გახმოვანებული ქალთევზას თევზი მეგობარი  ფაუნდერიც ჩნდება, პრინც ერიკს ბრიტანელი მსახიობი იონა ჰაუერი-კინგი ასახიერებს. კლიპის დასასრულს მელისა მაკკართი ჩანს, რომელიც ურსულას როლს თამაშობს. 

ნოემბერში ჰოლი ბეილიმ განაცხადა, რომ  ანიმაციური ფილმის საკულტო პერსონაჟის არიელის თამაშისას ყველაზე მეტად პატარა გოგონების რეაქცია აინტერესებდა. 

Little Mermaid-ის რიმეიქში კლასიკური ჰიტების გარდა ოთხი ორიგინალური სიმღერა იქნება წარმოდგენილი. ფილმი 2023 წლის 26 მაისს გამოვა.

ნახეთ ფილმ Little Mermaid-ის თიზერ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი ოჯახის ხუთივე წევრის პირველ ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ

შემდეგი სტატია

„რა დროს კლასიკური მუსიკაა” – გიორგი გიგაშვილის კლასიკური მუსიკის კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd - Hong Kong Evan Larsen/YouTube

The Weeknd-მა სიმღერისთვის Hong Kong  შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი გამოუშვა

ვიდეოში აბელი (The Weeknd) კარაოკეს მღერის და ჰონგ-კონგის ქუჩებში საკუთარ ფიქრებში ჩაძირული სეირნობს. კლიპში Cantopop-ის ლეგენდა ფეი ვონგი და ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი მონაწილეობენ.
მეტი
Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი
სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი