Daft Punk ალბომის Random Access Memories საიუბილეო გამოცემას აანონსებს, რომელშიც 9 ახალი კომპოზიცია შევა

2014 წელს Random Access Memories გრემიზე წლის ალბომად დასახელდა.
Daft Punk
Jamie McCarthy/GI

10 წლის იუბილესთან დაკავშირებით Daft Punk-ის ცნობილი ალბომი Random Access Memories ახლიდან გამოიცემა. გრემის მფლობელი ალბომის ახალ გამოცემას 35 წუთის ხანგრძლივობის 9 ახალი ტრეკი დაემატება. ალბომი ორი ფორმით გამოვა – CD და ვინილი. დისკს 20-გვერდიანი ციფრული ბუკლეტი, ვინილს კი Lose Yourself to Dance-ის პოსტერი და 16-გვერდიანი ბუკლეტი მოჰყვება. 

ალბომში შესულია სინგლები Get Lucky  და Lose Yourself to Dance ფარელ უილიამსთან ერთად. ასევე Instant Crush, Doin’ It Right და Life Back to Music

2013 წლის მაისში გამოშვებულმა Random Access Memories-მა Billboard-ის 200 ალბომის ჩარტში 54 კვირა გაატარა. ორჯერ მოხვდა პირველ ადგილზეც. ალბომის მთავარი სინგლი Get Lucky კი „ცხელი ასეულის” ლიდერი 5 კვირის განმავლობაში იყო.

ალბომის საიუბილეო გამოცემა ხელმისაწვდომი 12 მაისს იქნება.

ნახეთ Daft Punk-ის განცხადება და ალბომში შესული კომპოზიციების სია.

 Random Access Memories-ის საიუბილეო გამოცემის კომპოზიციების სია:

Give Life Back to Music
The Game of Love
Giorgio by Moroder
Within
Instant Crush
Lose Yourself to Dance
Touch
Get Lucky
Beyond’
Motherboard
Fragments of Time
Doin’ It right
Contact
Horizon (Japan CD)
GLBTM(Studio Outtakes)
Infinity Repeating (2013 Demo)
GL (Early Take)
Prime (2012 Unfinished)
LYTD (Vocoder Tests)
The Writing of Fragments of Time
Touch (2021 Epilogue)

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Guns N’ Roses 2023 წლის ტურნეს თარიღებს აანონსებს

შემდეგი სტატია

ლონდონის „ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმს“ დევიდ ბოუის არქივი გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი