Super Bowl-ის მუსიკალური შოუს შემდეგ, რიანა Billboard Artist 100-ის ჩარტებში პირველ ადგილს პირველად იკავებს

ჩარტებში ასევე მოხვდა Paramore, რომელიც მე-5 ადგილს იკავებს.

რიანამ  Billboard Artist 100-ის ჩარტებში 22-ე ადგილიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. Billboard Artist 100-ის ჩარტები 2014 წელს გაეშვა, ხოლო აღნიშნული პოზიცია რიანამ  პირველად დაიკავა. ეს შედეგი Super Bowl LVII Halftime Show-ს დამსახურებაა, რომელიც 12 თებერვალს გაიმართა. 

Super Bowl-ის ტაიმებს შორის გამართულ მუსიკალურ შოუზე რიანამ 13 სიმღერა შეასრულა. მუსიკალური სტრიმებისა და გაყიდვების პროვაიდერი კომპანია Luminate-ის ინფორმაციით, ამ მოვლენას არტისტის უახლეს შემოქმედებით კარიერაში ყველაზე წარმატებული კვირა მოჰყვა. მისმა მუსიკალურმა კატალოგის ოფიციალური სტრიმების რაოდენობამ, შეერთებული შტატების მასშტაბით, 166.1 მილიონს გადააჭარბა. 

 Billboard 200-ის ჩარტებში რიანას ხუთი ალბომი მოხვდა: Anti (მე-8 ადგილი), Good Girl Gone Bad (მე-15 ადგილი), Unapologetic (მე-18 ადგილი), Loud (26-ე ადგილი) და Talk That Talk (49-ე ადგილი). ბოლო 50 წლის განმავლობაში, რიანა გახდა მე-7 არტისტი, რომლის სულ მცირე ხუთი ალბომი ჩარტების მოწინავე 50 პოზიციაზე გადანაწილდა. რიანასთან ერთად, სხვადასხვა დროს ეს შედეგი აჩვენეს ტეილორ სვიფტმა, მაკ მილერმა, Prince-მა, უიტნი ჰიუსტონმა, Glee-მ და გართ ბრუკსმა. 

Billboard Hot 100-ის ჩარტებში რიანა ოთხი სიმღერით არის წარმოდგენილი: Umbrella, Diamonds, We Found Love და ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით – Lift Me Up. 

Billboard Artist 100-ის ჩარტებში ასევე მოხვდა Paramore, რომელიც მე-5 ადგილზეა. ჯგუფმა ეს პოზიცია ახალი სტუდიური ალბომის, სახელწოდებით  This Is Why გამოცემის შემდეგ დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰეილი ლუ რიჩარდსონი 2022 წლის 17 ნოემბერი, ჰოლივუდი. ფოტო: მომოდუ მანსარი

White Lotus-ის მსახიობი ჰეილი ლუ რიჩარდსონი სერიალის მსახიობთა გუნდის კარაოკე ღამეებს იხსენებს

შემდეგი სტატია

ლეინი უილსონი 2022 წლის 1 დეკემბერი. ნევადა. ფოტო სამი დრასინი

ლეინი უილსონი –  მუსიკოს ქალთა ფოტოები  Billboard-დან

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი