White Lotus-ის მსახიობი ჰეილი ლუ რიჩარდსონი სერიალის მსახიობთა გუნდის კარაოკე ღამეებს იხსენებს

ერთ-ერთი მსახიობის თქმით Grease-ის ტრეკის შესრულებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ჰეილი ლუ რიჩარდსონი 2022 წლის 17 ნოემბერი, ჰოლივუდი. ფოტო: მომოდუ მანსარი
ჰეილი ლუ რიჩარდსონი 2022 წლის 17 ნოემბერი, ჰოლივუდი. ფოტო: მომოდუ მანსარი

HBO-ს  სერიალ The White Lotus-ის გმირები გადაღების მიღმა ერთობიან და კარაოკე სესიებში იღებენ მონაწილეობას. სერიალის ვარსკვლავმა ჰეილი ლუ რიჩარდსონმა, სამშაბათს  InStyle-თან ინტერვიუში თქვა, რომ კარაოკეს დროს მისი ფავორიტი სიმღერები მიუზიკლ Grease-ის და Spice Girls-ის ტრეკებია.

„Spice Girls-ის ბევრი სიმღერა ვიმღერე,  ასევე მიუზიკლ Grease-დან სიმღერა Summer Nights ადამ დიმარკოსთან ერთად დუეტში შევასრულე.“ – თქვა მსახიობმა.

ჰეილი ლუ რიჩარდსონისა და ადამ დიმარკოს მიერ შესრულებული Grease-ის ტრეკი, როგორც ჩანს იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მსახიობთა გუნდის დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს სიმღერა დაფნის როლის შემსრულებელი მსახიობის მეგან ფეის ფავორიტიც აღმოჩნდა: „რაც მე ვიმღერე კარაოკეს დროს ჩემი საყვარელი სიმღერა ნამდვილად არ იყო, თუმცა სიმღერა Summer Lovin [Nights] ჰეილიმ და ადამმა დუეტში იმღერეს და ეს მართლაც საოცარი შესრულება იყო, რომელმაც დიდი ხმაური და აღტაცება გამოიწვია.“ – იხსენებს მსახიობი ოქტომბერში ჟურნალ  Vulture-თან მიცემულ ინტერვიუში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლონდონის „ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმს“ დევიდ ბოუის არქივი გადაეცა

შემდეგი სტატია

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს შემდეგ, რიანა Billboard Artist 100-ის ჩარტებში პირველ ადგილს პირველად იკავებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი