რიანა 2023 წლის „ოსკარზე“ იმღერებს

პოპ ვარსკვლავი პირველი არ არის, ვინც ერთსა და იმავე წელს „სუპერ თასის“ შოუზე და „ოსკარზეც“ იმღერებს.
რიანა 2023 წლის ოქროს გლობუსზე
Christopher Polk/NBC via GI

შეამჩნევდით, რომ რიანამ „სუპერ თასის“ შოუზე Lift Me Up არ შეასრულა. როგორც აღმოჩნდა, ამ სიმღერას „ოსკარისთვის“ ინახავს. Lift Me Up საუკეთესო სიმღერის ნომინაციაშია წარდგენილი კინოფილმისთვის Black Panther: Wakanda Forever და მას რიანა 12 მარტს დაჯილდოების ცერემონიაზე შეასრულებს.

ინფორმაცია რიანას „ოსკარზე“ გამოსვლის შესახებ შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერებმა გამოაცხადეს. თუმცა რიანა არ იქნება პირველი ადამიანი, ვინც ერთსა და იმავე წელს სუპერ თასზეც და ოსკარზეც წარდგება. 2000 წელს ეს ფილ კოლინსმა გააკეთა, მაგრამ რიანასგან განსხვავებით, „სუპერ თასის“ შოუზე ის მარტო არ იყო. Მასთან ერთად კრისტინა აგილერამ, ენრიკე ეგლესიასმა და ტონი ბრექსტონმა იმღერეს. 

რიანასთვის ეს „ოსკარის“ პირველი ნომინაციაა. ამავე ნომინაციაში წარდგენილია ლედი გაგაც ფილმისთვის Top Gun: Maverick.

რიანას გამოსვლა „ოსკარზე“ მოსალოდნელი იყო. წლების განმავლობაში „ოსკარზე“ წარდგენილი სიმღერები ისეთ ვარსკვლავებს შეუსრულებიათ, როგორებიც არიან ადელი, ლედი გაგა, ელტონ ჯონი, U2.  შარშანდელი შოუ კი ბიონსემ გახსნა. 

რიანა 2023 წლის „ოქროს გლობუსის“ ცერემონიასაც ესწრებოდა. თუმცა ჯილდო საუკეთესო სიმღერისთვის Naatu Naatu-ს ერგო. 

პირველი Black Panther-ის სიმღერა All the Stars ასევე წარდგენილი იყო „ოსკარზე“, თუმცა მაშინ კენდრიკ ლამარს და SZA-ს შოუზე არ უმღერიათ. მიზეზად ლოგისტიკისა და დროის საკითხები დასახელდა. 

„ოსკარის“ 95-ე დაჯილდოება 12 მარტს „დოლბის თეატრში“ გაიმართება. საღამოს ჯიმი კიმელი გაუძღვება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტი გახდეს

შემდეგი სტატია

SKAZZ

Punk is not Dead = SKAZZ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი