არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტი გახდეს

უკვე არსებობს პრეცედენტი, როცა მსოფლიო ლიდერმა „გრემის“ ნომინაცია მიიღო. საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდო 2004 წელს მოიპოვა.


2022 წლის 3 აპრილს, „გრემის“ 64-ე მუსიკალურ დაჯილდოებაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველასათვის მოულოდნელად აუდიტორიას ვიდეოჩართვის მეშვეობით მიმართა. ამ დროს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, სამ კვირაზე ნაკლები იყო გასული. მომავალ წელს, „გრემის“ 66-ე დაჯილდოებაზე ზელენსკიმ შესაძლებელია უფრო დიდი როლი შეასრულოს და ცერემონიაზე ნომინანტის სტატუსით იყოს წარმოდგენილი. უკრაინის პრეზიდენტის შესაძლო ნომინაცია დაკავშირებულია მომღერალ ბრედ პეისლის ახალ კომპოზიციასთან, სახელწოდებით Same Here. 

პეისლიმ ეს სიმღერა 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე გამოუშვა. Სიმღერის დასასრულს მომღერლისა და ზელენსკის დიალოგი ისმის, რომელიც მათი ვიდეო ზარისას არის ჩაწერილი. ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს, თუ როგორ სურთ უკრაინელებს მშვიდობა.

„ხმის ჩამწერი აკადემია“ ადასტურებს, რომ ზელენსკი „გრემის“ მუსიკალურ დაჯილდოებაზე იმ შემთხვევაში იქნება რეალური კანდიდატი, თუ კომპოზიცია ნომინირებული იქნება. გამარჯვებისათვის ყველაზე ლოგიკური არჩევანია კატეგორია, რომელიც დუეტის/ჯგუფის მიერ ქანთრის საუკეთესო შესრულებას გულისხმობს.   

უკვე არსებობს პრეცედენტი, როცა მსოფლიო ლიდერმა „გრემის“ ნომინაცია მიიღო. საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა ამერიკის „ხმის ჩამწერი აკადემიის“ ჯილდო 2004 წელს მოიპოვა. მას „გრემი“ ბავშვებისათვის განკუთვნილი ალბომისათვის გადაეცა. გორბაჩოვმა აღნიშნულ ნომინაციაში ბილ კლინტონთან და სოფი ლორენთან ერთად გაიმარჯვა. 

რაც შეხება ბრედ პეისლის კომპოზიციას Same Here, მასში უშუალოდ უკრაინა ნახსენები არ არის. სიმღერის თემა ადამიანების ერთმანეთთან მსგავსებაა, მიუხედავად დისტანციისა და სხვადასხვა ენაზე საუბრისა. 

„ვფიქრობ, მას ესმის, რომ ხელოვნება ის საშუალებაა, რითაც ადამიანების უმრავლესობას ხმას მიაწვდენ და მათ გულში შეაღწევ“ – აღნიშნა პეისლიმ The Associated Press-თან ინტერვიუში ზელენსკიზე საუბრისას. როგორც მომღერალმა განმარტა, ზელენსკიმ კომპოზიციის ჩაწერაში არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღო, არამედ გარკვეული ცვლილებების შესახებ ინიციატივაც გამოთქვა.

როგორც პეისლიმ განაცხადა, სიმღერიდან მიღებულ ჰონორარს ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებელ ორგანიზაცია –  United24-ს გადასცემს. ბრედ პეისლიმ სიმღერა ლი თომას მილერთან ერთად დაწერა. აღსანიშნავია, რომ მილერი პეისლის არა ერთი ჰიტის თანაავტორია.

ბრედ პეისლი  „ხმის ჩამწერმა აკადემიამ“ ნომინანტად 18-ჯერ წარადგინა. არტისტს სამი „გრემის“ ჯილდო აქვს მიღებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესს ინსტაგრამის მომხმარებელ ქალებს შორის, ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

შემდეგი სტატია

რიანა 2023 წლის „ოსკარზე“ იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი