„ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე  გარდაიცვალა

ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ მომღერლი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თამაზ სეფერთელაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ქართული მუსიკალური ტრიო 1972 წელს შეიქმნა, რომლის წევრებიც თამაზ სეფერთელაძე,  დავით აბესაძე და მალხაზ თავართქილაძე იყვნენ.

ტრიოს მსოფლიოს 58 ქვეყანაში ჰქონდა გასტროლები. ანსამბლი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში.

1981 წელს ტრიოს წევრებს – თამაზ სეფერთელაძეს, დავით აბესაძესა და მალხაზ თავართქილაძეს საქართველოს დამსახურებული არტისტების წოდება, 1984 წელს კი სახალხო არტისტის წოდება მიენიჭათ. ტრიოს წევრები ღირსების ორდენის კავალრებიც არიან. 2009 წელს „ცისფერ ტრიოს“ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

2015 წელს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  ვოკალურ ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ საპატიო ჯილდო — „ოქროს ტალღა“ გადაეცა.

თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე  მუშაობდა. 1991 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ted Lasso-ს მესამე სეზონის საუნდტრეკი Rolling Stones-ის კომპოზიციაა

შემდეგი სტატია

MokuMoku ახალ ალბომში შემავალ კომპოზიციასა და ვიდეოკლიპს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი